დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 17.10.2005
საქმის ნომერი
ას-877-1197-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.10.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-877-1197-05 17 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს “ს-ის” დირექტორ მ. ბ-ის წარმომადგენლის დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 მაისის განჩინებაზე, საქმეზე – შპს “ს-ის” სარჩელი მოპასუხე შპს “მ-ის” საქართველოს წარმომადგენლობის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შპს “ს-ის” დირექტორ მ. ბ-ის წარმომადგენლის _ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 ივლისის განჩინებით კასატორს ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად განესაზღვრა ვადა _ 14 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მაგრამ კასატორისათვის _ შპს “ს-ის” დირექტორ მ. ბ-ის წარმომადგენლის _ გ. გ-ისათვის განკუთვნილი გზავნილი ჩაიბარა მისმა დედამ, რაც დასტურდება შეტყობინებით, ამასთან მითითებულია, რომ კასატორი გასულია ქალაქიდან სამი დღით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 ივლისის განჩინება 2005წ. 8 სექტემბერს ხელმეორედ გაეგზავნა კასატორს _ შპს “ს-ის” დირექტორ მ. ბ-ის წარმომადგენელ გ. გ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე. ხელმეორედ გაგზავნილ უკან დაბრუნებულ გზავნილში მითითებულია, რომ აბონენტი შეტყობინებაზე არ რეაგირებს.

აღნიშნულის მიუხედავად კასატორ შპს “ს-ს” დირექტორის წარმომადგენელმა დ. გ-მა 2005წ. 19 სექტემბერს შეიტანა განცხადება, რომელშიც უთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 18 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ ჩაბარდა 2005წ. 18 სექტემბერს, ქ. თბილისში ჩამოსვლის დღეს. დ. გ-მა განმარტა, რომ განჩინებაში მითითებულ ხარვეზს შეავსებს განჩინების მისთვის გადაცემიდან, ანუ 18 სექტემბრიდან 14 დღის განმავლობაში, მაგრამ მის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან, აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას გზავნილი გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. მოცემულ შემთხვევაში განჩინების ასლი შპს “ს-ის” დირექტორ მ. ბ-ის წარმომადგენელ დ. გ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ უკანასკნელ მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისი, ......... მე-..... პლატო, მე-2 კვარტალი, მე-2 კორპუსი, ბინა ¹46.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია. ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების, გადადების, განაწილვადებისა და შემცირების საფუძველი არ არსებობს.

პალატა თვლის, რომ სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ს-ის” დირექტორ მ. ბ-ის წარმომადგენლის დ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.