გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.11.2005
საქმის ნომერი
ას-915-1165-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-915-1165-05 22ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შ. ბ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ც. ბ-ის მიმართ და სკ-ის 1469-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მამის დანაშთი ქონების, ქუთაისში, დ. ... მდებარე მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ნახევრის გამოყოფა. მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა ე. ბ-ი 1980 წელს გარდაიცვალა (რომელთან ერთადაც ცხოვრობდა ქუთაისში) მამის სამკვიდრო ქონება მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებზე არ გადანაწილებულა და ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას. მამის დანაშთი ქონების ერთ-ერთ მემკვიდრესთან, დასთან _ ც. ბ-თან კონფლიქტისა და შეუთანხმებლობის გამო, მიმართა სასამართლოს.

მოპასუხის განმარტებით, მემკვიდრეებს სამკვიდროს მისაღებად არ მიუმართავთ. 1979 წლიდან ცხოვრობს სადავო სამკვიდრო სახლში, მოსარჩელეს კი მამის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში არ უცხოვრია, ამიტომ მას გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

შ. ბ-მა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 მაისის განჩინებით შ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის ტერიტორიული სამსახურის საფიჩხიის განყოფილების, ნ. და შ. ბ-ის განცხადებების ყადაღის თაობაზე სასამართლოს განჩინებისა და მეზობლების განმარტების საფუძველზე მიიჩნია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო სახლში შ. ბ-ის ცხოვრების ან მისგან სამკვიდროს მიღების ფაქტი არ დასტურდება. მითითებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შ. ბ-ს საპატიო მიზეზის გარეშე, გაშვებული აქვს სამკვიდროს მიღების ვადა.

შ. ბ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

საქმის განხილვისას სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად დასკვნების გაკეთების შესახებ, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. აღნიშნულიკი, სსკ-ის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით ყადაღა დაედო ქუთაისში, ... მდებარე სახლსკასატორის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განჩინებით არ დასტურდება სამკვიდროს დაუფლების ფაქტი, ნ. ბ-ის განცხადებით კი არ ჩანს მისი სადავო სახლთან დამოკიდებულება.

მემკვიდრეობის მიღების ხანდაზმულობის ვადის გაშვების დასადგენად არ გამოდგება საფიჩხიის განყოფილების მიერ გაცემული ცნობა, რადგან ამ ცნობის საფუძვლად მითითებულია ც. ბ-ის განცხადება და არა რაიმე საბუთი. კასატორი რეგისტრირებულია სადავო მისამართზე, სასამართლოს არ გაურკვევია, რატომ არ შეიცავდა მისი რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციას ცნობა, ან რა განცხადების საფუძველზე გაიცა იგი.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ... ქუჩაზე მცხოვრები მეზობლების განმარტება; სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სამკვიდროს მართვად არ ჩაითვლება სამკვიდროს მოვლა-პატრონობა, ხოლო განცხადებაში აღნიშნული გარემოება, რომ მას სხვადასხვა ნივთები მიჰქონდა სახლიდან, საერთოდ არ შეაფასა, როგორც სამკვიდროს ფაქტობრივად მიღება.

ც. ბ-ი სადავო სახლში არაა რეგისტრირებული, ფორმა ¹1 და მერიის 1993წ. ცნობა ადასტურებს, რომ შ. ბ-ი ცხოვრობდა სადავო სახლში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო ნორმის დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

პალატა თვლის, რომ სწორია კასატორის მოსაზრება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და, შესაბამისად, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. მის მიერ მიღებული დასკვნები არ გამომდინარეობსმტკიცებულებების ანალიზიდან, რომელთა შინაარსზეც დააფუძნა სასამართლომ თავისი მოსაზრებები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრისგანჩინების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ც.ბ-ი არ ცხოვრობდა მამისეულ სახლში, მაშინ, როცა ც. ბ-ის მიერსამკვიდროს მიღება არ არის დავის საგანი და სამკვიდრო ქონების დაუფლება მის მიერ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სადავოა ის ფაქტი ფლობდა თუ არა მამის დანაშთ სამკვიდროს მოსარჩელე შ. ბ-ი.

სასამართლოს განჩინებით ყადაღის შესახებ, შ. ბ-ის განცხადებით, საფიჩხიის მართვის ტერიტორიული განყოფილების ცნობებით არ დასტურდება დაეუფლა თუ არა სამკვიდრო ქონებას შ. ბ-ი, რადგან სადავო სახლში არცხოვრების ფაქტი ავტომატურად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მემკვიდრე სამკვიდრო ქონებას არ დაუფლებია. სამკვიდრო შეიძლება მემკვიდრემ მიიღოს სხვაგვარად, კერძოდ,დაეუფლოს მამკვიდრებლის პირად და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ფასიანქაღალდებს, მოქმედებით, რომელიც ცხადყოფს სამკვიდროს მიღებას და ა.შ.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე უნდა დაადგინოს, ფლობდა თუ არა მამის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონებას შ.ბ-ი და ისე მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს საკასაციო საჩივართან წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან მათზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისისსააპელაციო სასამართლოს 2005წ. 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.