დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 12.01.2005
საქმის ნომერი
ას-1230-1367-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.01.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1230-1367-04 12 იანვარი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. წიქვაძე

დავის საგანი: თვითნებურად დაკავებული ფართიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 13 აგვისტოს დ. ა.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ მ. და ზ. გ.-ების მიმართ თვითნებურად დაკავებული ფართიდან მათი გამოსახლების თაობაზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 1 ოქტომბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ზ. გ.-ებმა.

თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა აპელანტების გამოუცხადებლობის გამო.

2004წ. 24 მარტს ზ. და მ. გ.-ებმა საჩივრით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. და ზ. გ.-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მათი გამუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 1 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი, საქმის მასალებთან ერთად, გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

სსკ-ის 237-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე და ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი.

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტებს ჩაბარდათ 2004წ. 6 მარტს, ხოლო საჩივარი მისი გაუქმების თაობაზე მათ შეიტანეს 24 მარტს, ე.ი. გასაჩივრების ათდღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო.

პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მათი გამოუცხადებლობა პროცესზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა, ამიტომ პალატა ვერ იმსჯელებს, მხარის გამოუცხადებლობა საპატიო იყო თუ არა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. და ზ. გ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 31 მარტის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.