დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-169-593-06 28 სექტემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია, (მომხსენებელი),რ. ნადირიანი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. დ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს რ. გ-შვილის მიმართ და მიუთითა, რომ 2002წ. 2 ოქტომბერს ქ.თბილისში, ... ¹8-ში მცხოვრებ რ. გ-შვილისგან სააგენტო «...» მეშვეობით შეიძინა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული 24 კვ. მეტრი ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა და ეზოში არსებული საცხოვრებელი ბინის @დამხმარე ¹2 სათავსი. რ. გ-შვილმა სთხოვა მოსარჩელეს, რომ დროებით 2 თვით მისთვის დაეტოვებინა შეძენილი ბინა, რაზედაც მოსარჩელე დათანხმდა და მოპასუხე აღნიშნულ ბინაში 2 თვის ნაცვლად ცხოვრობდა 4 თვეს, რის შემდეგაც ბინა გაძარცვული დახვდა. მოსარჩელის განმარტებით, მან მიიღო მხოლოდ ბინის გასაღები, სათავსის გასაღები კი მოპასუხემ არ გადასცა. იგი დღემდე აგრძელებს სათავსის ფლობას და არ ათავისუფლებს მას. მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლდეს სადავო სათავსი ¹2 რ.გ-შვილის უკანონო მფლობელობიდან.
ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ც. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ქ.თბილისში, ... ¹8-ში მდებარე ც. დ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ¹2 დამხმარე სათავსი გამოთავისუფლდა რ. გ-შვილის უკანონო მფლობელობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინებით რ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 364-ე მუხლით და განმარტა, რომ რ. ჭ-ძე მოცემულ საქმეში არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და ამდენად, მას (რ. ჭ-ძეს) რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ჭ-ძემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ჰქონდა გასაჩივრების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 14 მარტის განჩინებით რ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ რ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ც. დ-მა სარჩელით მოითხოვა რ.გ-შვილს დავალებოდა უკანონო მფლობელობიდან გაეთავისუფლებინა ¹2 სადავო სათავსი. ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ც. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, ... ¹8-ში მდებარე ც. დ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ¹2 დამხმარე სათავსი გამოთავისუფლდა რ. გ-შვილის უკანონო მფლობელობიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ძემ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინებით რ. ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი არ წარმოადგენს საქმეში მონაწილე მხარეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. ჭ-ძის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა და მას სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან აღნიშნული ნორმით დადგენილია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შეუძლიათ მხარეებს და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ჭ-ძე მოცემულ დავაში არ წარმოადგენს არც მხარეს და არც მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებით არ იქნა განსაზღვრული ამ პირის უფლებები და მოვალეობები და მას უშუალოდ არ ეხება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საკითხის გადაწყვეტისას კანონი არ დარღვეულა, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. ჭ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.