სისხლის სამართლის

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

2I ქ. თბილისი

30 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის,პროკურორ _ ნ. ს-ას,ადვოკატ _ რ. პ-ის,მსჯავრდებულ _ ა. ფ-ის

მონაწილეობით განიხილა ა. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებაზე სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით ა. ფ-ეს, ბრალი დაედო იმაში, რომ მან, 1999 წლის 17 მაისიდან, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის უფროსად და წარმოადგენდა მოხელეს, ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება არაერთგზის, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2003 წლის 30 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტში აღრიცხვაზე მყოფი შპს „---ს” ---მა ვ. ფ-ემ ¹-- განაცხადით მიმართა აჭარის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურს 342 745 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის შეძენის თაობაზე. მისი მოთხოვნა ეფუძნებოდა აჭარის ა\რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტის ---ის მოადგილის _ ა. წ-ის 2003 წლის 29 მაისის ¹-- წერილს, რომელიც ადასტურებდა შპს „---ს” ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკების ანგარიშზე 2 მილიონი ლარის ზედმეტობას.

ა. ფ-ემ, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, შპს „---ს” ხელმძღვანელობისათვის სასარგებლო მოქმედების განხორციელებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹--- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის -- აგვისტოს ¹--- ბრძანებით დამტკიცებული „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაეშვა მკაცრი აღრიცხვის ფასიანი დოკუმენტის _ აქციზური მარკების არაუფლებამოსილ პირზე უკანონო გასხვისება და უზრუნველეყო „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, აქციზური მარკები გადაეცა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელზე, დაუშვა ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---სათვის” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამ სახის აქციზური მარკების გაცემა.

ა. ფ-ემ არ გამოიყენა მისთვის, როგორც ---ის სამსახურის უფროსისათვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დაუშვა, რათა აქციზური მარკების სამსახურის თანამშრომელ რ. ჩ-ეს ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---ს” დირექტორ ვ. ფ-სათვის მიეცა 342 745 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

ა. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლა შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ და მიღებული აქციზური მარკები კანონის დარღვევით გადასცა სხვა მეწარმეს.

მითითებული აქციზური მარკების გაცემის შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ლ. ქ-მა ა. ფ-ეს აუკრძალა, შპს „-სათვის” მიეცა აქციზური მარკები, რადგან იგი არ იყო მწარმოებელი და მიღებულ აქციზურ მარკებს აწვდიდა სხვა მწარმოებლებს.

მიუხედავად აღნიშნულისა, ა. ფ-ემ არაერთგზის ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული, სახელდობრ:

2003 წლის 8 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტში აღრიცხვაზე მყოფი შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ ¹-- განაცხადით კვლავ მიმართა აჭარის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურს 1 300 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შეძენის თაობაზე. ამ უკანასკნელის მოთხოვნა ეფუძნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ---ის მოადგილის _ ა. წ-ის 2003 წლის 29 მაისის ¹-- წერილის ქსეროასლს, რომელიც ადასტურებდა შპს „---ს” ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკების ანგარიშზე 2 მილიონი ლარის ზედმეტობას.

ა. ფ-ემ, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არაერთგზის, შპს „---ს” ხელმძღვანელობისათვის სასარგებლო მოქმედების განხორციელებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაეშვა მკაცრი აღრიცხვის ფასიანი დოკუმენტის _ აქციზური მარკების არაუფლებამოსილ პირზე უკანონო გასხვისება და უზრუნველეყო „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, აქციზური მარკები გადაეცა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელზე, დაუშვა ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „-სათვის” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამ სახის აქციზური მარკების გაცემა.

ა. ფ-ემ, არაერთგზის, არ გამოიყენა მისთვის, როგორც აქციზური მარკების სამსახურის უფროსისათვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დაუშვა, რათა აქციზური მარკების სამსახურის თანამშრომელს ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---ს” დირექტორ ვ. ფ-სათვის მიეცა 1 300 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

ა. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლა შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ და მიღებული აქციზური მარკები, კანონის დარღვევით, გადასცა სხვა მეწარმეს.

ანალოგიურად, 2003 წლის 29 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტში აღრიცხვაზე მყოფი შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ ¹-- განაცხადით კვლავ მიმართა აჭარის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურს 2 360 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შეძენის თაობაზე. ამ უკანასკნელის მოთხოვნა ეფუძნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ---ის მოადგილის _ ა. წ-ის 2003 წლის 29 მაისის ¹-- წერილის ქსეროასლს, რომელიც ადასტურებდა შპს „---ს” ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკების ანგარიშზე 2 მილიონი ლარის ზედმეტობას.

ა. ფ-ემ, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს -ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არაერთგზის, შპს „---ს” ხელმძღვანელობისათვის სასარგებლო მოქმედების განხორციელებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაეშვა მკაცრი აღრიცხვის ფასიანი დოკუმენტის _ აქციზური მარკების არაუფლებამოსილ პირზე უკანონო გასხვისება და უზრუნველეყო „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, აქციზური მარკები გადაეცა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელზე, დაუშვა ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---სათვის” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამ სახის აქციზური მარკების გაცემა.

ა. ფ-ემ, არაერთგზის, არ გამოიყენა მისთვის, როგორც აქციზური მარკების სამსახურის უფროსისათვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დაუშვა, რათა ---ის სამსახურის თანამშრომელს ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---ს” დირექტორ ვ. ფ-სათვის მიეცა 2 360 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

ა. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლა შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ და მიღებული აქციზური მარკები, კანონის დარღვევით, გადასცა სხვა მეწარმეს.

ანალოგიურად, 2003 წლის 2 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტში აღრიცხვაზე მყოფი შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ ¹-- განაცხადით კვლავ მიმართა აჭარის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურს 420 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შეძენის თაობაზე. ამ უკანასკნელის მოთხოვნა ეფუძნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ---ის თავმჯდომარის მოადგილის _ ა. წ-ის 2003 წლის 29 მაისის ¹-- წერილის ქსეროასლს, რომელიც ადასტურებდა შპს „---ს” ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკების ანგარიშზე 2 მილიონი ლარის ზედმეტობას.

ა. ფ-ემ, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არაერთგზის, შპს „---ს” ხელმძღვანელობისათვის სასარგებლო მოქმედების განხორციელებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაეშვა მკაცრი აღრიცხვის ფასიანი დოკუმენტის _ აქციზური მარკების არაუფლებამოსილ პირზე უკანონო გასხვისება და უზრუნველეყო „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, აქციზური მარკები გადაეცა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელზე, დაუშვა ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---სათვის” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამ სახის აქციზური მარკების გაცემა.

ა. ფ-ემ, არაერთგზის, არ გამოიყენა მისთვის, როგორც ---ის სამსახურის უფროსისათვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დაუშვა, რათა აქციზური მარკების სამსახურის თანამშრომელ რ. ჩ-ეს ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---ს” დირექტორ ვ. ფ-სათვის მიეცა 420 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

ა. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლა შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ და მიღებული აქციზური მარკები, კანონის დარღვევით, გადასცა სხვა მეწარმეს.

ანალოგიურად, 2003 წლის 19 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტში აღრიცხვაზე მყოფი შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ ¹-- განაცხადით კვლავ მიმართა აჭარის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურს 100 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შეძენის თაობაზე. ამ უკანასკნელის მოთხოვნა ეფუძნებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის _ ა. წ-ის 2003 წლის 29 მაისის ¹-- წერილის ქსეროასლს, რომელიც ადასტურებდა შპს „---ს” ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკების ანგარიშზე 2 მილიონი ლარის ზედმეტობას.

ა. ფ-ემ, მუშაობდა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ---ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არაერთგზის, შპს „---ს” ხელმძღვანელობისათვის სასარგებლო მოქმედების განხორციელებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის შესახებ” დებულების 1-ლი მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 5 აგვისტოს ¹-- ბრძანებით დამტკიცებული „ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკებით ნიშანდების შესახებ” დებულების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, არ დაეშვა მკაცრი აღრიცხვის ფასიანი დოკუმენტის _ აქციზური მარკების არაუფლებამოსილ პირზე უკანონო გასხვისება და უზრუნველეყო „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, აქციზური მარკები გადაეცა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებელზე, დაუშვა ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---სათვის” განსაკუთრებით დიდი ოდენობით ამ სახის აქციზური მარკების გაცემა.

ა. ფ-ემ, არაერთგზის, არ გამოიყენა მისთვის, როგორც აქციზური მარკების სამსახურის უფროსისათვის, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და დაუშვა, რათა აქციზური მარკების სამსახურის თანამშრომელ რ. ჩ-ეს ალკოჰოლური სასმელების არამწარმოებელ შპს „---ს” დირექტორ ვ. ფ-სათვის მიეცა 100 000 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა.

ა. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ისარგებლა შპს „---ს” დირექტორმა ვ. ფ-ემ და მიღებული აქციზური მარკები, კანონის დარღვევით, გადასცა სხვა მეწარმეს.

ვ. ფ-ზე არაერთგზის სულ გაიცა 939 549,46 ლარის ღირებულების 4 522 745 ცალი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ა. ფ-ეს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და სისხლის სამართლის საქმე 2004 წლის 27 სექტემბერს განსახილველად გაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე ა. ფ-ის მიმართ დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, რადგან წარმოებული წინასწარი გამოძიება არსებითად არასრულია, მისი შევსება არ შეიძლება სასამართლო სხდომაზე და გამოძიების პროცესში ა. ფ-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან არასწორად არის გამოყოფილი ა. წ-სა და თ. ა-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

აღნიშნული დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში კერძო სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს პროკურორმა ა. კ-ემ, განსასჯელმა ა. ფ-ემ და მისმა ადვოკატმა რ. ფ-ემ.

პროკურორმა ა. კ-ემ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის დადგენილების გაუქმება ა. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

განსასჯელმა ა. ფ-ემ და ადვოკატმა რ. ფ-ემ კერძო სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება და ა. ფ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა ან საქმის დაბრუნება არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში, ასევე _ ა. ფ-ის დაუყოვნებლივ განთავისუფლება, საქმის განხილვამდე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დაპატიმრების შეცვლა არასაპატიმრო ღონისძიებით, კერძოდ _ გაუსვლელობის ხელწერილით, პირადი თავდებობით ან პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 30 დეკემბრის დადგენილება ა. ფ-ის ბრალდების საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას; აღკვეთის ღონისძიება _ წინასწარი პატიმრობა დარჩა უცვლელად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის განაჩენით ა. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 2 ივლისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ფ. ყ-ემ და მსჯავრდებულმა ა. ფ-ემ.

პროკურორმა ფ. ყ-ემ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის განაჩენის გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა, მსჯავრდებულმა ა. ფ-ემ კი _ განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივნისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის განაჩენი ა. ფ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ფ. ყ-ემ და მსჯავრდებულმა ა. ფ-ემ.

პროკურორმა ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად აჭარის ა\რ-ის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის დაქვემდებარება, ხოლო მსჯავრდებულმა ა. ფ-ემ _ განაჩენის გაუქმება და გამართლება.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატებმა დააზუსტეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივნისის განაჩენი ა. ფ-ის მიმართ გაუქმდა და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა ა. ფ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნების შესახებ მისთვის უფრო მძიმე ბრალდების წარდგენის მოტივით; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის განაჩენი ა. ფ-ის მიმართ; სისხლის სამართლის საქმე ა. ფ-სათვის უფრო მძიმე ბრალდების წარსადგენად დაუბრუნდა პროკურორს.

ბრალდებულ ა. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. პ-ძე კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ხელს არაფერი უშლიდა, თავად გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები; სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ბრალდებას არ წარუდგენია არც ერთი ახალი მტკიცებულება, ამიტომ სასამართლოს არ ჰქონდა სხდომის გაურკვეველი მიზეზით გადადებისა და მტკიცებულებების გამოქვეყნების უფლება; სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მტკიცებულებების წარდგენის, გამოქვეყნებისა და გამოკვლევის კანონით დადგენილი წესი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო დადგენილების მიღება; სასამართლოს რომ დაეცვა საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, პროკურატურის მიერ კანონის უგულებელყოფით წარდგენილი ე.წ. მტკიცებულება არ უნდა ასახულიყო საქმეში და არ უნდა დამდგარიყო კონკრეტული შედეგი; სასამართლომ იგნორირება გაუკეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, შეითვისა ბრალმდებლის ფუნქცია და ყველაფერი გააკეთა, რათა კონკრეტული შედეგი დამდგარიყო; უკვე გადადებულ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოს კანცელარიის გვერდის ავლით, ფაქსის მეშვეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან შევიდა ცნობა იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული უწყება გეგმავდა ა. ფ-ის სს საქმის გაერთიანებას ც. ბ-ას მიმართ აღძრულ სს საქმესთან; აღსანიშნავია ისიც, რომ იმ დღეს სხდომა დაიწყო რამდენიმე საათის დაგვიანებით, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსამართლე არაოფიციალურად ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე; საქმეში მონაწილე პროკურორმა არც კი დააყენა ახალი მტკიცებულებების წარდგენის 10-დღიანი ვადის გაგრძელების საკითხი; მოსამართლემ ფაქსით მიღებული ცნობა, რომელსაც 14 დღის განმავლობაში ელოდებოდა, მიიჩნია „მტკიცებულებად” და საფუძვლად დაუდო უკანონო და სამართლებრივად დაუსაბუთებელ დადგენილებას.

გარდა აღნიშნულისა, დაცვას არასწორად მიაჩნია დადგენილების ის ნაწილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, იმსჯელოს პროკურორის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე, რადგან სსსკ-ის 501-ე მუხლის მიხედვით, თუ პროკურორი შუამდგომლობს პირისათვის მძიმე ბრალდების წარდგენას, სასამართლო აგზავნის საქმეს დამატებით გამოძიებაში; აღნიშნულ მუხლში კი მოცემულია სასამართლოს უფლება და არა _ ვალდებულება; სსსკ-ის 231-ე მუხლის შესაბამისად, მხარის მიერ გაცხადებული შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და ეს ეხება ნებისმიერ შუამდგომლობას; ამიტომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, რაც კანონის არსებითი დარღვევაა; აღსანიშნავია ისიც, რომ, თანახმად სსსკ-ის 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, ნაცვლად იმისა, რომ სააპელაციო პალატას შეესრულებინა საკასაციო პალატის სავალდებულო მითითებები და საქმე განეხილა იმ კუთხით, რაც მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში, იგი ყოვლად უსაფუძვლოდ გასცდა განჩინების სავალდებულო ფარგლებს და მიიღო უკანონო დადგენილება.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ადვოკატი რ. პ-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის დადგენილების გაუქმებას და სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ადვოკატ რ. პ-ის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ეთანხმება ა. ფ-ძე.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა რ. პ-ემ მხარი დაუჭირა თავის კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ადვოკატმა მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების შემდეგ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა მხოლოდ დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნა და ასეთ პირობებში, გამოიტანა რა დადგენილება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, სააპელაციო პალატამ დაამძიმა ა. ფ-ის მდგომარეობა.

კერძო საკასაციო საჩივრისა და ადვოკატის მოთხოვნას მხარი დაუჭირა ა. ფ-ემ.

პროკურორმა ნ. ს-ამ საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული დადგენილების უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინებით სააპელაციო სასამართლოს საქმე დაუბრუნდა ხელახლა არსებითად განსახილველად. ამასთან, საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნდა სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობის საფუძველზე, ვინაიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება სხვა პირის მიმართ, რა დროსაც გამოიკვეთა იმის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ა. ფ-ეს შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ხსენებულ საქმეზე ბრალდებულ პირებთან. ეს გარემოება კი წარმოადგენდა კანონიერ საფუძველს საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დასაბრუნებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროკურორს უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს სსსკ-ის 501-ე მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის ბრალის დამძიმების მოტივით, დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რა დროსაც უკვე გამოტანილია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლი ამომწურავად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა სახეებს, რომლებშიც საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება გათვალისწინებული არ არის.

გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებით პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ ა. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდა და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის, შესაბამისი მითითებებით დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 570-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, მისცეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სავალდებულო მითითებები, რომელთა შესრულების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს თავისი შინაგანი რწმენით და სამართალგაგებით. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატას არ შეუსრულებია საკასაციო ინსტანციის სასამართლოს სავალდებულო მითითებები. ამასთან, რამდენადაც საკასაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პროკურორის საკასაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ მსჯავრდებულ ა. ფ-ის სააპელაციო საჩივარზე. სააპელაციო პალატა იმის გამოც არ იყო უფლებამოსილი, საქმე დაუბრუნებინა დამატებითი გამოძიებისათვის, რომ სსსკ-ის 540-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, გაუარესდა ა. ფ-ის მდგომარეობა.

საქმის ახალი სასამართლო განხლვისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობამ უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები, რის შემდეგაც მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის დადგენილება ა. ფ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დამატებითი გამოძიებისათვის გაგზავნის შესახებ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.