შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 24.05.2005
საქმის ნომერი
2კ-166დად.-05
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 166-დად 24 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი (მომხსენებელი),დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ თ. ტ-ის კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული თ. ტ-. არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით თ. ტ-. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თ. ტ-ის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 2003 წლის 15 სექტემბერი, ხოლო დასასრული _ 2006 წლის 15 სექტემბერი. სასჯელის ერთი მეორედი მოიხადა 2005 წლის 15 მარტს. დღეისათვის მოხდილი აქვს 1 წელი, 8 თვე და 9 დღე.

2005 წლის მარტში გეგუთის ... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მსჯავრდებულ თ. ტ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული თ. ტ. ხასიათდება დადებითად, თავის მოვალეობას ასრულებს კეთილსინდისიერად, სარეჟიმო დარღვევები არა აქვს. წყალტუბოს რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 5 აპრილის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხარისხის, ასევე დარჩენილი სასჯელის ვადის გათვალისწინებით.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. ტ-ი ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

ადვოკატმა ვ. წ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე განთავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებული ადგას გამოსწორების გზას, მას შეგნებული აქვს მის მიერ განხორციელებული ქმედება.

პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ, მართალია, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მისი გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, ადვოკატ ვ. წ-ს შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მსჯავრდებულ თ. ტ-ს მოხდილი აქვს სასჯელის ერთ მეორედზეE მეტი, კერძოდ კი _ 1 წელი, 8 თვე და 9 დღე. 2005 წლის მარტში სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა იგი წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე წახალისების მიზნით. გეგუთის ¹... დაწესებულების დირექტორი ჯ. X-ძე, დირექტორის მოადგილე სოციალური საკითხების დარგში თ. ჯ-ძე, სოციალური განყოფილების ინსპექტორი მ. ბ-ი, უსაფრთხოების სამსახურის განყოფილების ინსპექტორი მ. გ-ძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ი. Fფ-ძე, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ა. გ-., სპეცაღრიცხვის ჯგუფის უფროსი ინსპექტორი მ. კ-ძე თ. ტ-ლს ახასიათებენ დადებითად.

საქმის მასალების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სასამართლო სხდომაზე ¹...დაწესებულების დირექტორის მოადგილემ _ თ. ჯ-ემ თ. ტ.ი ასევე დადებითად დაახასიათა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თ. ტ-ის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა და იგი 1960 წლის სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 610-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ თ. ტ-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

მსჯავრდებული თ. ტ. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.