საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 111-დად 19 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი (მომხსენებელი),მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ა. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავი საქალაქოა სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც იგი არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პლატის 2002წ. 13 თებერვლის განაჩენით ა. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლებს აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ა.ს-სავთის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 2001წ. 17 თებერვალი, ხოლო დასასრული – 2007წ. 17 თებერვალი. სასჯელის ორი მესამედი მოიხადა 2005წ. 17 თებერვალს.
2005 წ. 22 თებერვალს ქ. რუსთავის ¹.2 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მჯავრდებულ ა. ს-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ა. ს. ხასიათდება დადებითად, იგი კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია ორჯერ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2005წ. 15 მარტის დადგენილებითწარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ ა. ს-ს ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული. მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელვოანი ნაწილი.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ა. ს. ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. პროკურორმა ი. Dდ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალა, მსჯავრდებულ ა. ს-ს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად და წახალისების მიზნით, 2005წ. 22 თებერვალს საქალაქო სასამართლოს მიმართა წარდგინებით მისი სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე. მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალები არ იძლევა საფუძველს იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიანჩია, რომ მსჯავრდებულ ა. ს-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლვუიო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 623-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 15 მარტის დადგენილება მსჯავრდებულ ადალათ ს-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.