საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.12.2011
საქმის ნომერი
2კ-604აპ.-11
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.12.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹604აპ-11 ქ. თბილისი

რ-ი გ., 604აპ-11 26 დეკემბერი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 მაისის განაჩენით გ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 ოქტომბრიდან.

მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 30000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, გ. რ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას მის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა ..., სახ.¹..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹... და ქ. გორში, თამარ მეფის ქ. ¹...-ში მდებარე 470 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით _ 162,5კვ.მ., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი _ ..., რის თაობაზეც უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო ი. რ-ს სახელზე რეგისტრირებულ ავტომანქანა OPEL VEQთღA-ზე, სახ.¹..., ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა ¹..., ქ. გორში, თამარ მეფის ¹...-ში განთავსებულ, 2282,00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობებზე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი _ ... და ქ. გორში, ცაბაძის ქ. ¹...-ში მდებარე ¹... ბინაზე, 71,10 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი _ ..., თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა დარჩეს უცვლელად, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ გ. რ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. რ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.