საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 265-დად 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,მ. ისაევი
განიხილა თ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ.გ-ს საჩივარი ნ. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ნ.ქ-ს 2003წ. 10 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1992 წლიდან თ. გ. ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. ტ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი.
სიღნაღის რიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ტ-ს შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 40 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს უკანასკნელი ბოროტად თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, რის გამოც იგი მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 176-ე მუხლით და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის განაჩენით მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები 6 თვით, შემოსავლიდან 10%-ის დაკავებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, ნ.ტ-ს ალიმენტი არ გადაუხდია, რადგან იგი არსად მუშაობს და ამიტომ ეკონომიკური შესაძლებლობა არა აქვს. ამავე დროს მეორე მეუღლისგან ჰყავს მცირეწლოვანი შვილი.
2003წ. 6 მარტს ნ.ტ-ს ყოფილმა მეუღლემ თ. გ-მა განცხადება შეიტანა სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში იმის შესახებ, რომ ნ. ტუხაშვილის მიმართ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 3772-ე მუხლით მოვალის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო.
2003წ. 10 ივლისს სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ნ.ქ-მა იმის გამო, რომ ნ.ტუხაშვილის ქმედება არ შეიცავს სსკ-ის 3772-ე მუხლის შემადგენლობას, გამოიტანა დადგენილება ნ. ტ-ს მიმართ სსკ-ის 3772-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. იმავე დადგენილებით, რადგანაც ნ.ტ. ბოროტად არიდებს თავს ალიმენტის გადახდას და მისი ქმედება შეიცავს სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშანს, ნ.ტ-ს მიმართ მასალები ქვემდებარეობით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გაეგზავნა სიღნაღის საგამოძიებო განყოფილებას.
თ.გ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილებისა და სიღნაღის პროკურატურის 2003წ. 10 ივლისის დადგენილების გაუქმებას ნ.ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ ნ.ტ-ს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის განაჩენით კასატორის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის გადახდა, აგრეთვე _ იძულებითი მუშაობა. მან, როგორც მოვალემ, არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედებები, რომელთა შესრულებაც მხოლოდ მას შეეძლო. თ.-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ.ღ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
პროკურორი დ.მ. არ ეთანხმება კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ. ტ. 1992 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა თ. გ-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. ნ.ტ-ს სიღნაღის რიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივლისის გადაწყვეტილებით შვილის სარჩენად დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 40 ლარის ოდენობით, მაგრამ იგი თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას, რის გამოც მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსკ-ის 176-ე მუხლით და მიესაჯა გამასწორებელი სამუშაოები 6 თვით.
2003წ. 6 მარტს ნ.ტ-ის ყოფილმა მეუღლემ თ.გ-მა განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა, რომ ნ.ტ-ის მიმართ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 3772-ე მუხლით, მოვალის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო.
სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწემ 2003წ. 10 ივლისს გამოიტანა დადგენილება ნ.ტ-ს მიმართ სსკ-ის 3772-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ გადასახდელი თანხა წარმოადგენს ალიმენტს, ალიმენტის გადაუხდელობისათვის კი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სპეციალურ _ 176-ე მუხლს, რის გამოც მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად ქვემდებარეობით გაუგზავნა სიღნაღის საგამოძიებო განყოფილებას.
პალატას მიაჩნია, რომ სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწის დადგენილება ნ.ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რადგანაც ნ.ტ-ს ქმედება არ მოიცავს სსკ-ის 3772-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
ამდენად, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ.გ-ს საჩივარი ნ.ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ნ.ქ-ს 2003წ. 10 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა თ. გ-ს საჩივარი ნ. ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ნ.ქ-ს 2003წ. 10 ივლისის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.