განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 6 საზ. 8 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის
თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ.
ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით
განიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის ა. ლაცუზბაიას საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კ. მ-იანის სისხლის სამართლის საქმეზე სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე ლ. კუპატაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის განაჩენით კ. მ-იანი, გულრიფშის რაიონის სოფ. ..., ქართველი, საქართველოს მოქალაქე, უცოლო, აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი, ნასამართლობის მქონე (1997 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისის დი-დუბის რაიონის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სს კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სს კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 3 წლის გამოსაცდელი ვადით), ლტოლვილი, მცხოვრები ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში, დროებით მცხოვრები თბილისში, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სს კოდექსის 252-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით და ერთობლივად მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. აღნიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მისჯილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ კ. მ-იანს განესაზღვრა ორი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით. საქართველოს სს კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად 5 წლით გამოსაცდელი ვადით.
კ. მ-იანს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: იგი იყო რა მსჯავრდებული 1997 წელს მოქალაქეთა პირადი ქონების ქურდობისათვის, პირობითი სასჯელის მოხდის პერიოდში 1997 წლის 3 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში პირადი მოხმარებისათვის შეიძინა ნარკოტიკული საშუალება _ 0,7 გრამი "ოპიუმი" და 1 მილიგრამი "ოპიუმის" გასახსნელი ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერება ძმარმჟავას ანჰიდრიდი და ჩამოვიდა ქ. თბილისში, რა დრო-საც იგი დააკავეს ისნის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკვისას მას აღმოაჩნდა 0,7 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება "ოპიუმი" და სამედიცინო შპრიცში მოთავსებული 1 მილიგრამი ოპიუმის გასახსნელი ძლიერმოქმედი შხამიანი ნივთიერება ძმარმჟავას ანჰიდრიდი, რაზედაც შეადგინეს სათანადო ოქმი და თანამოწმეების თანდასწრებით დალუქეს.
აფხაზეთის პროკურორი ა. ლ-ია საჩივრით ითხოვს სოხუმის საქალა-ქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას კ. მ-იანის მიმართ და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნებას იმ მოტივით, რომ უკანონოდ მიაჩნია პი-რობითი მსჯავრდებულის მიმართ ახალი დანაშაულის ჩადენისათვის ისევ პირობითი მსჯავრის დადება.
განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მო-ისმინა პროკურორ ბ. ბ-ას დასკვნა, რომელიც მხარს უჭერს საჩივრის მოთ-ხოვნის დაკმაყოფილებას, საზედამხედველო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სს კოდექსის 46-ე მუხლში მითითებულია, რომ პირობითი მსჯავრდების შემთხვევაში "განაჩენი არ მოიყვანება სისრულეში, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და სანიმუშო ყოფაქცევითა და პატიოსანი შრომით გაამართლებს მისდამი გამოცხადებულ ნდობას".
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, კ. მ-იანის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, უნდა დამდგარიყო უკვე პირველი განაჩენის მიერ დანიშნული სასჯელის სისრულეში მოყვანის აუცილებლობა და მითუმეტეს არ შეიძლებოდა მეორე დანაშაულის ჩადენისათვის ისევ პირობითი მსჯავრის დადება. აქედან გამომდინარე, განაჩენი კ. მ-იანის მიმართ არის უკანონო.
საზედამხედველო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსს კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" პუნქტით და 599-ე მუხლის II ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორ ა. ლ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს:
გაუქმდეს სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 1999 წლის 8 ნოემბრის განაჩენი კ. მ-იანის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.