განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 225/საზ 8 მარტი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ჯ. ყიფიანის
თავმჯდომარეობით პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის, დ. ჩიტლოვის შემადგენლობით
განიხილა მსჯავრდებულ დ. ს-ძის ინტერესების დამცველი ადვოკატების მ. ჭ_სა და თ. ს-ის საჩივარი, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე დ. ჩიტლოვის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 1999 წლის 26 ივლისის განაჩენით დ. ს-ძე, უპარტიო, უცოლშვილო, უმაღლესი განათლე-ბით, ნასამართლობის არმქონე, მცხ. თბილისში ..., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით.
განაჩენით დ. ს-ძეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ფ. ბ-ურთან ერთად 1998 წლის 8-9 თებერვალს დიდი დიღმის კერძო სექტორში, დასახლება "ზურვოვანში,“ ო. ჩ-შვილის ბინაში ფანჯრიდან შეღწევის გზით ფარულად გაიტაცა 500 ლარად ღირებული ელ-გენერატორი "რობინი“, 250 ლარად ღირებული, ტელევიდეოკომბაინი "ხუნდაი,“ 25 ლარად ღირებული ელ-დიზელი 25-25 ლარად ღირებული საათი და ჩანთა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 800 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 1999 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ს-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო განაჩენი დარჩა უცვლელად.
საზედამხედველო საჩივარში ადვოკატები მ. ჭ-შვილი და თ. სვანიშვილი აყენებენ საკითხს, რომ მსჯავრდებულ დ. ს-ძის მიმართ გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ 46-ე მუხლი და მისთვის დანიშნული სასჯელის ღონისძიება ჩაითვალოს პირობითად გამოსაცდელი ვადის დანიშვნით. აღნიშნული საჩივარში შემდეგნაირად არის დასაბუთებული: განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა ისეთი შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცაა დ. ს-ძის მიერ დანაშაულის ჩადენა პირველად, ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა, რომ მას აქვს უმაღლესი განათლება, დანაშაულის ჩადენის დღიდან ხუთი თვის შემდეგ, ნერვიულობის ნიადაგზე, გარდაეცვალა დედა. თვითონაც ავად არის, ბავშვობიდან აწუხებს ფილტვები; მის კმაყოფაზეა უმუშევარი და.
პალატამ მოისმინა მსჯავრდებულ დ. ს-ძის, მისი ადვოკატის მ. ჭ-ის განმარტებები, პროკურორ გ. ხ-ის დასკვნა, რომელსაც მიაჩნია, რომ განაჩენი დ. ს-ძის მიმართ კანონიერია და არ არსებობს საფუძველი მისი გადა-სინჯვისათვის, შეამოწმა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დ. ს-ძის მიმართ სასჯელის ღონისძიების განსაზღვრის დროს სასამართლომ შემამსუბუქებელი გარემოების სახით მოიყვანა ის გარემოება, რომ მან გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული. ამასთან, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობასთან ერთად, საქმეში არსებობს სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: დ. ს-ძემ დანაშაული ჩაიდინა პირველად,დაკავებულია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით, ხასიათდე-ბა დადებითად, ეხმარება უმუშევარ დას. დანაშაულის შედეგები არ არის მძიმე, ზარალის ძირითადი ნაწილი ანაზღაურდა. დ. ს-ძე ახალგაზრდაა, დანაშაულის ჩადენის დროს ის იყო 22 წლის, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისა-გან იზოლაციის გარეშეც. პალატას მიაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებებისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დ. ს-ძის მიმართ დანიშნული სასჯელის ღონისძიება - თავისუფლების აღკვეთა ორი წლით - საქართველოს სსკ 46-ე მუხლის გამოყენებით, ჩაითვალოს პირობითად, გამოსაცდელი ვადის დადგენით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის "დ“ პუნქტით, 599-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ს-ძის ინტერესების დამცველის, ადვოკატების მ. ჭ-ისა და თ. სვანიშვილის საჩივარი დაკმაყოფილდეს:
სასამართლოს მიერ დ. ს-ძის მიმართ დანიშნული სასჯელის ღონისძიება - თავისუფლების აღკვეთა ორი წლით - საქართველოს სსკ 46-ე მუხლის შესაბამისად, არ იქნეს მოყვანილი სისრულეში და ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული დ. ს-ძე გამოსაცდელი ვადის - 5 წლის - განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ დანა-შაულს და სანიმუშო ყოფაქცევითა და პატიოსანი შრომით გაამართლებს მისდამი გამოცხადებულ ნდობას. პირობით მსჯავრდებულის - დ. ს-ძის ყოფაქცევა აყვანილ იქნეს კონტროლზე საქართველოს შსს ორგანოების მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დ. ს-ძის მიმართ დარჩეს უცვლელი.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.