განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 14.04.2000
საქმის ნომერი
2კ-11დად.-20000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
14.04.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 11 დად 14 აპრილი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე თ. ყრუაშვილი

წევრები: მ. ისაევი, რ. შველიძე

განიხილა მსჯავრდებულ დ. ტ-ევის კერძო საჩივარი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 მარტის დადგენილებაზე (მოსამართლე პ. ნოზაძე), რომლითაც არ დაკმაყოფილდა თბილისის ¹ 5 საპყრობილის ხელმძღვანელობის წარდგინება მსჯავრდებულ დ. ტ-ევის ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 17 აგვისტოს განაჩენით დ. ტ-ევი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 107-ე მუხლით და მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 9 მაისიდან.

წარდგინება დ. ტ-ევის ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

კერძო საჩივრით მსჯავრდებული მოითხოვს მოსამართლის ამ დადგენილების გაუქმებას. პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საჩივრის მოთხოვნის, მისი მოტივების საფუძვლიანობა და დადგენილების კანონიერება, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც იშუამდგომლა დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული დ. ტ-ევი ზემოხსენებულ საპყრობილეში სასჯელს იხდის 1999 წლის 13 მაისიდან. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ერთხელ, ხასიათდება დადებითად, დასჯილი არ ყოფილა და მის მიმართ სამოქალაქო სარჩელი არ წარუდგენიათ. საპყრობილის ხელმძღვანელობამ სწორედ ამ გარემოებათა გამო აღძრა შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე, რომელმაც, მიუხედავად იმისა, არსებითად ახალი გარემოება, რომელიც შუამდგომლობის საფუძვლიანობას ეჭვის ქვეშ დააყენებდა, არ მოუპოვებია, არ დააკმაყოფილა ის.

პალატა თვლის, რომ მოსამართლემ უარის თქმის საფუძვლად იმის მითითებით, რომ დ. ტ- ევის ქმედებას მძიმე შედეგი მოჰყვა, დაარღვია კანონის მოთხოვნა, რითაც მან შელახა როგორც მსჯავრდებულის, ისე სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელის უფლება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 561-ე, 611-ე, 616-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს (მოსამართლე პ. ნ-ე) 2000 წლის 21 მარტის დადგენილება დ. ტ-ევის სასჯელისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე, უარის თქმის შესახებ.

დ. ტ-ევი, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელისაგან გათავისუფლდეს.