დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 24/კოლ. 31 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ლილუაშვილი წევრები: გ. ხაბულიანი, მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ფ-ძისა და მსჯავრდებულ ჯ-შვილის ინტერესების დამცველ ადვოკატის ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 25 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც:
1.გ. ფ-ძე ქართველი, უპარტიო, ცოლშვილიანი, საშუალო განათლებით, დროებით უმუშევარი, ადრინდელი განაჩენით სასჯელს იხდის ქ. რუსთავის ¹ 2 შრომა-გასწორების კოლონიაში, ამჟამად პატიმარი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და შეეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობა, რომელიც მოხდილი აქვს პირველი განაჩენით (1997 წლის 21 ივლისის უზენაესი სასამართლოს განაჩენით მისჯილი აქვს თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა), სასჯელის მოხდა დაეწყო 1996 წლის 17 დეკემბრამდე.
2.ჯ. ჯ-შვილი, ქართველი, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, დროებით უმუშევარი, ადრე სამართალში არყოფილი, ამჟამად პატიმარი _ ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 13 თებერვლიდან.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით ფ-ძესა და ჯ-შვილს მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ დამამძიმებელ გარემოებათა გარეშე ჩაიდინეს ე-შვილის განზრახ მკვლელობა.
კერძოდ, გ. ფ-ძე განაწყენებული იყო ნ. ჯ-შვილზე, რომელმაც მისი სახლიდან დაუკითხავად წაიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. 1993 წლის 13 ივლისს გ. ფ-ძე ჯ. ჯ- შვილთან ერთად მივიდა ჯ-შვილის სიდედრის მ. ე-შვი-ლის ბინაში (...) იმ იმედით, რომ შესაძლებელი იყო ჯ-შვილი იქ დახვედროდა. შევიდნენ რა სახლში მ. ე-შვილმა მათ უთხრა, რომ ჯ-შვილი მასთან არ იყო, მაგრამ გ. ფ-ძემ ტანსაცმლის კარადაში დაინახა სამხედრო ფორმა, რომელიც მიიჩნია ჯ-შვილის საკუთრებად, ამიტომ მან ე-შვილს უთხრა თუ რატომ ატყუებდა. აღნიშნულზე ეს უკანასკნელი გაბრაზდა, დაუწყო ჩხუბი და ყვირილით უთხრა, რომ გათრეულიყვნენ მისი სახლიდან.
მეზობლების თავშეყრის, მოსალოდნელი გართულებისა და უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით გ. ფ-ძე და ჯ. ჯ-შვილი მყისიერად შეთანხმდნენ, რომ შურისძიების მოტივით მოეკლათ ე-შვილი. ამ მიზნით გ. ფ-ძემ პირზე ხელი ააფარა, ხოლო ჯ. ჯ-შვილმა იქვე ბინაში აღებული რკინის ნაჭერი რამდენიმეჯერ ჩაარტყა ე-შვილს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, შემდეგ კი ორივემ სამედიცინო ბინტით შეუკრეს ხელები, მერე კი ბინტის ყელში წაჭერით დაახრჩეს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ფ-ძე ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას სსკ-ის 105-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე. მიუთითებს, რომ მას ამ მკვლელობის ჩადენამდე რომ სხვა დანაშაული არ ჰქონია ჩადენილი, ამიტომ სასჯელის მაქსიმუმი არ უნდა შეფარდებოდა.
მსჯავრდებულ ჯ. ჯ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. რ-ი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას. მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი მასალებით არაა დადასტურებული ჯ. ჯ-შვილის მონაწილეობა ე-შვილის მკვლელობის ჩადენაში. განაჩენი დამყარებულია მხოლოდ ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ფ-ძის წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებაზე, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია, მითუმეტეს მისი ჩვენების რეალობა არ დადასტურდა საქმის სასამართლო განხილვისას, ექსპერტ რ. რ-ოვის ჩვენებით მთლიანად უარყოფილ იქნა თავის არეში მიყენებული მსუბუქი დაზიანებით ე- შვილის სიკვდილის დადგომა.
საჩივარში ასევე მითითებულია, რომ მსჯავრდებული ჯ. ჯ-შვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში, რადგან მის მიმართ საპატიმრო ვადის გასვლის შემდეგ, მაშინ როდესაც ფაქტობრივად არ არსებობდა არავითარი ვადა, უზენაესი სასა-მართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის წევრის მიერ საპატიმრო ვადა უკანონოდ იქნა გაგრძელებული.
პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულ ფ-ძის ინტერესების დამცველ ადვოკატ გ-ას განმარტება, ასევე მსჯავრდებული ჯ-შვილის ინტერესების დამცველ ადვოკატის ზ. რ-ის განმარტება, რომელთაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, მოისმინა პროკურორის ლ. ყი-ფიანის დასკვნა, რომელმაც იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შე-სახებ. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ფ-ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც უსაფუძვლო. კერძოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც აღიარებითი ჩვენებებით, ასევე ერთობლივი მასალებით. მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული. საქმეში არ მოიპოვება არავითარი საფუძველი მსჯავრდებულ ფ-ძის მიმართ სასჯელის ზომის შემცირებისათვის.
პალატა თვლის, რომ ასევე ვერ დაკმაყოფილდება მსჯავრდებულ ჯ-შვი-ლის ინტერესების დამცველ ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, განაჩენი გაუქმებისა და საქმის წარმოებით შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე. რადგან ამის საფუძველი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან პალატა აღნიშნავს მსჯავრდებულ ჯ-შვილის ქმედებას მიცემული აქვს არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ- შვილმა ფ-ძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო აწ გარდაცვლილ ე-შვილის მკვლელობაში. განაჩენი ამ ნაწილში ძირითადად ემყარება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ფ-ძის წინასწარ გამოძიების დროს მიცემულ „თვით ბრალის აღიარებას“ და მის ჩვენებებს, რომელიც შემდგომ სასამართლო განხილვის დროს რადიკალურად შეცვალა. კერძოდ, ფ-ძე მე-5 იზოლატორში მოთავსების შემდეგ თვით ბრალის აღიარებაში მიუთითებდა „მ. ე-აშვილი ცხოვრობდა მეორე სართულზე, ბინაში შევედით მე და ჯ. ჯ-შვილი, როდესაც მოვიკითხე ნ. ჯ-შვილი იგი სახლში არ დამხვდა. მისმა სიდედრმა გამოიწვია ჩემკენ და მეცა დამიწყო ჩხუბი რათა მისი სიძისთვის დამე- ნებებინა თავი, ამ დროს უკანა თავის არეში ჯ. ჯ-შვილმა ჩაარტყა რამდენიმეჯერ მ. ე-შვილს რკინის ჯოხი, რომელსაც ტარზე ჰქონდა დახვეული რაღაცა ბინტი, იგი უსულოდ დაეცა იატაკზე, როდესაც მოვედით გონს მ. ე-შვილი უკვე მკვდარი იყო. ჩვენ დაბნეულობისაგან რათა ჩვენზე არ აეღოთ ეჭვი მას ყელის არეში გაუჭირეთ ბინტი და სახლი აურიეთ ვითომდა შეგვექმნა იმის იმიტაცია თითქოსდა დაყაჩაღების დროს მოკლეს იგი. სახლიდან გამოსავლისას შეგვეფეთა ორი ახალ-გაზრდა გოგო, ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება და შეუმჩნევლად ჩავედით დაბლა“ (იხ. ტ. 2, ს. ფ. 90-91). თითქმის ასეთივე განმარტება მისცა მან წინასწარი გამოძიების დროს დაკითხვისას და ჯ. ჯ-შვილთან დაპირისპირების დროსაც. შემდგომ საქმის სასამართლოში განხილვისას ფ-ძემ კატეგორიულად უარყო ჯ-შვილის მონაწილეობა ე-შვილის განზრახ მკვლელობაში. მიუხედავად ამისა სასამართლომ მაინც გაიზიარა მსჯავრდებულ ფ-ძის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ჯ-შვილი მიიჩნია დანაშაულის თანამონაწილედ.
პალატა აღნიშნავს, რომ ფ-ძის მიერ წინასწარ გამოძიების დროს მიცემული ეგრედწოდებული აღიარებითი ჩვენებები არ გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან. კერძოდ, როგორც ფ-ძე აღნიშნავს ჯ-შვილმა ე-შვილს ჯერ რკინის ჯოხი რამდენიმე-ჯერ დაარტყა თავის არეში და ეს უკანასკნელი უსულოთ დაეცა, მაშინ როდესაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით საფეთქლის კუნთში და აპონევრო-ზის ქვეშ სისხლჩაქცევა მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ამავე საკითხზე დაკითხულმა ექსპერტმა რ-ოვმა სასამართლოს უჩვენა „კონკრეტულ შემთხვევაში გვამს არ აღმოაჩნდა ქალის ტვინის ტრავმა; მსუბუქმა დაზიანებამ შეუძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი ნომალურ ადამიანში; ქალბატონი გარდაცვლილია ასფიქციის შედეგად, რომელიც სიცოცხლეში მოხდა; გვამზე აღნიშნული მსუბუქი ხარისხის დაზიანება შესაძლოა გამოწვეულიყო როგორც ზემოქმედებით, ასევე დავარდნის შედეგადაც. რკინის ნაჭრის, არმატურის დარტყმის შედეგად გამორიცხულია მივიღოთ ამგვარი დაზიანებები, იგი სხვაგვარად დააზიანებდა" (იხ. ტ. 3 ს. ფ. 76).
ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ რ-ოვის ჩვენებით სრულად გამოირიცხა მსჯავრდებულ ფ-ძის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების რეალობა.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ფ-ძეს დაზარალებულისათვის ყელში თოკის წაჭერით, ანალოგიური მკვლელობა შემდეგშიც აქვს ჩადენილი, რისთვისაც მსჯავრდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ფ-ძემ საქმის სასამართლო განხილვისას კატეგორიულად უარყო წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და ახსნა კიდეც თუ რა გარემოებებში მისცა მან გამოძიებას ჯ-შვილის მამხილებელი ჩვენებები.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ჯ-შვილი როგორც წინასწარ გამოძიებისას, ასევე საქმის სასამართლოში განხილვისას კატეგორიულად უარყოფდა მის მონაწილეობას ე-შვილის მკვლელობაში. უფრო მეტიც იგი აღნიშნავდა, რომ მას არავითარი მოტივი და საფუძველი არ ჰქონდა ე-შვილის მკვლელობისა. რაც შეეხება ფ-ძისა და ე-შვილის ჩხუბს იგი შეესწრო, მაგრამ იგი არ დალოდებია შედეგის დადგომას, შემდგომ კი გაიგო, რომ ფ-ძეს მოეკლა ე-შვილი მაგრამ ამის შესახებ არსად არ განუცხადებია.
სხვა რაიმე ობიექტური მასალა იმის შესახებ, რომ ჯ-შვილმა მიიღო მონაწილეობა ე- შვილის განზრახ მკვლელობაში საქმეში არ მოიპოვება და ვერც განაჩენი ასეთზე ვერ მიუთითებს, ხოლო საეჭვო გარემოებები კი მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ჯ-შვილმა ჩაიდინა განუცხადებლობა იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო სსკ-ის 105-ე მუხლით ჩადენის შესახებ, მაგრამ ამის შესახებ არ განაცხადა სათანადო ორგანოებში. ესე იგი ჩაიდინა დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 206-ე მუხლით. მას ამ მუხლით უნდა განესაზღვროს სასჯელის ზომა.
პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მას სხვა დროს რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ხასიათდება დადებითად. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯ-შვილის მიერ ჩადენილია დენადი დანაშაული, ამიტომ მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 2 ივნისს მიღებული კანონი „ამნისტიის შესახებ“.
საკასაციო საჩივრის მითითება იმის შესახებ, თითქოს ჯ-შვილი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში. პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან მის მიმართ წინასწარი გამოძიების დროს სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ საპატიმრო ვადა იქნა გაგრძელებული, ხოლო გამომძიებლისა და პროკურორის მიერ დაშვებული დარღვევები იქნა რეაგირებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560, 561, 568, 571-ე მუხლებით და პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 25 თებერვლის განაჩენი გ. ფ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.
იგივე განაჩენი ჯ. ჯ-შვილის მიმართ შეიცვალოს მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 206-ე მუხლზე და განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლისს 13 თებერვლიდან.
საკასაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.