განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 104 აპ 10 ნოემბერი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: შ. ასათიანი, მ. გოგელია
განიხილა გ. უ-ელის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს განაჩენის თაობაზე.
პალატამ მოისმინა რა მოსამართლე ნ. გვენეტაძის მოხსენება.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გ. უ-ელი, ცხრა კლასის განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები სოფ. ... გორის რ-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 110-ე მუხლის პირველი ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და სასჯლის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით და ე. ბ-უზის სასარგებლოდ 590 ლარის გადახდით.
გ. უ-ელს მსჯავრი დაედო სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებისათვის, რაც სახიფათოა სისცოცხლისავთის. კერძოდ: 1999 წლის 2 ივნისს გ. უ-ელი მივიდა ამავე სოფელში მცხოვრებ ყოფილ სკოლის დირექტორ ე. ბ-უზთან და მოსთხოვა მიეცა მისთვის საშუალო სკოლის ატესტატი. ე. ბ-უზმა აუხსნა მას, რომ აღარ იყო საშუალო სკოლის დირექტორი და არ შეეძლო მიეცა ატესტატი. უარის თქმით განაწყენებულმა გ. უ-ელმა დაუწყო გინება და ლანძღვა, თავში ჩაარტყა შეშის ნაჭერი, წააქცია ბეტონის ფილებზე და სხეულზე სცემა ხელებით და ფეხებით. ცემით ე. ბ-უზმა მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის სიცოცხლისავთის სახიფათო დაზიანება და მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის განაჩენით, გ. უ-ელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვლეოს სსკ 110-ე მუხლის I ნაწილით (1961 წლის რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. სსკ 46-ე მუხლის თანახმად, მისჯილი სასჯელი პირობით არ იქნა სისრულეში მოყვანილი, სამი წლის გამოსაცდელ ვადით. ამასთან, ე. ბ-ის სასარგებლოდ გ. უ-ელს დაეკისრა 590 (ხუთასოთხმოცდაათი) ლარის გადახდა.
დაზარალებულ ე. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს განაჩენი დარჩა ძალაში.
დაზარალებულ ე. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 21 ივლისის განაჩენით თბილისის საოლქო სასამრათლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 აპრილის განაჩენი გ. უ-ელის მიმართ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისავთის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 თებერვლის განაჩენში შეიტანა ცვლილება და საქართველოს 110-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისათვის გ. უ-ელს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმობაში ყოფნის დრო (1999 წლის 10 სექტემბრიდან _ 17 სექტემბრამდე).
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. ხ-ძე საჩივრით ითხოვს - თბილისის საოლქო სასამრათლოს 2000 წლის 21 ივნისის განაჩენის გაუქმებას გ. უ-ელის მიმართ და საქმის დაბრუნებას ხელახალი გამოძიებისათვის. ვინაიდან, იმავე ფაქტზე 2000 წლის 21 აგვისტოს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹ 1100897 ე. ბ-ის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის პირველი ნაწილით (1961 წლის რედაქცია).
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა: ე. უ-ელის ინტერესების დამცველ ზ. ხ-ძეს, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება, რამდენადაც ე. უ-ელის მოქმედება გამოწვეული იყო ე. ბ-ის უკანონო ქმედებით, რაზედაც მსჯავრდებულის განცხადებით, 2000 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით, გაუქმდა საგამოძიებო დეპარტამენტის გორის განყოფილების 1999 წლის 31 დეკემბრის დადგენილება ე. ბ-ის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის შესახებ და მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. უ-ელისათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მეყენების ფაქტზე. მსჯავრდებული გ. უ-ელი დაეთანხმა ადვოკატის პოზიციას; დაზარალებულმა ე. ბ-მა, უარი განაცხადა მსჯავრდებულისაგან ბოდიშის მოხდაზე და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება. პროკურორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამრათლოს 2000 წლის 8 აგვისტოს განაჩენის ძალაში დატოვება, მისი დასაბუთებულობასა და კანონიერების გამო, პალატამ ცნო, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2000 წლის 21 ავგისტოს დადგენილება “სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ”, გორის რაოინის სოფ. ... 1999 წლის 2 ივნისს, გ. უ-ელსა და ე. ბ-ს შორის მომხდარი ინცენდენტის თაობაზე, ეჭვქვეშ აყენებს საქმეში დაზარალებული ე. ბ-ის ქმედებისათვის მიცემულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს, რის გარეშეც საქმეზე გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია. აღნიშნულ დადგენილებას ერთვის გორის შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წერილი, სადაც კიდევ უფრო დაკონკრეტებულია მსჯავრდებულის მიერ საღამოს სკოლის დამათავრებელი გამოცდების ჩაბარების ფაქტი (საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მასწავლებლების და მოსწავლეების ჩვენებები). ყოველივე წინააღმდეგობაშია თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გ. უ-ელის მოთხოვნა ე. ბ-სადმი უკანონო იყო და საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის მიცემაზე უარით შეურაცხყოფილმა და თოხის ტარის თავში დარტყმის გამო გამწარებულმა, მას მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება. ე. ბ-ის მიერ გ. უ-ელისათვის სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახ მიყენების ფაქტი, რომელიც საქმეში დადგენილია, საგამოძიებო ორგანოს მიერ ბ-უზის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლად არის მითითებული.
პალატას მიაჩნია, რომ ე. ბ-ის მიმართ გორის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, 1999 წლის 31 დეკემბრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმება და საქმის აღძვრა 1999 წლის 2 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, როგორც ახალი გარემოება მოითხოვს დადგენილებაში დასმულ საკითხების გარკვევას, თბილისის საოლქო სასამრათლოს 2000 წლის 8 აგვისტოს განაჩენით დადგენილ ფაქტებათნ ერთობლიობაში, რაც ქმნის საფუძველს საქმის დამატებით გამოძიებაში დასაბრუნებლად. კერძოდ: კრიტიკულად უნდა შეფასდეს გ. უ-ელისა და ე. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივი ხასიათი. მოწმეებისა და სხვა მტკიცებულებათა შეფასებით უნდა დადგინდეს გ. უ-ელის მიერ საშუალო სკოლის დამთავრების ფაქტი, რაც შექმნის საფუძველს ე. ბ-სადმი გ. უ-ელის მიერ საშუალო სკოლის ატესტატის მოთხოვნის უფლების კანონიერების თაობაზე
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 547-ე, 557-ე, 560-ე, 561-ე, 568-ე, 570-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. უ-ელის ინტერესების დამცველი, ადვოკატის გ. ხ-ძის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 7 აპრილის განაჩენი გ. უ-ელის მიმართ გაუქმდეს და საქმე გაიგზავნოს რესპუბლიკის პროკურატურაში დამატებითი გამოძიებისავთის.