საჩივარი დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3დად 16 იანვარი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),შ. ასათიანი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ზ. ტ-შვილის კერძო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც ზ. ტ-შვილს უარი ეთქვა შუამდგომლობაზე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ზ. ტ-შვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართო კოლეგიის 1998 წლის 17 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის მეორე ნაწილით, 133-ე მუხლით, 96 მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით, 961 მუხლით, 2091 მუხლის მეორე ნაწილით, 243-ე მუხლის მეორე ნაწილით და ერთობლივად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წლის 24 მაისის დადგენილებით განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: სსკ-ის 243-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2091 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში საქმე წარმოებით შეწყდა ზ. ტ-შვილის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო სსკ-ის 961 მუხლით გათვალისწინებული ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 94-ე მუხლის მესამე ნაწილზე და ერთობლივად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წელი 10 თვე და 9 დღე, რომლის მოხდა დაეწყო 1997 წლის 12 ოქტომბრიდან.
მსჯავრდებულმა ზ. ტ-შვილმა შუამდგომლობით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს რათა მის მიმართ გამოყენებულიყო კანონით გათვალისწინებული შეღავათები და პირობით ვადამდე გაეთავისუფლებინათ დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა 2000 წლის 19 დეკემბერს და უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ ზ. ტ-შვილს არ ჰქონდა მოხდილი კანონით გათვალისწინებული სასჯელის ორი მესამედი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 10 იანვრის დადგენილებით მსჯავრდებულ ზ. ტ-შვილის ქმედება სსკ-ის 94 მუხლის მესამე ნაწილიდან (ძველი რედაქცია) გადააკვალიფიცირა მოქმედ სსკ-ის 182 მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” პუნქტზე და შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წელი.
წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ტ-შვილი ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებას. მიუთითებს, რომ მას მოხდილი აქვს სასჯელის ორ მესამედზე მეტი, ხასიათდება დადებითად, არის ხანდაზმული და ავადმყოფი.
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და ზ. ტ-შვილის პირად საქმეს, მოისმინა პროკურორ ე. ღარიბაშვილის დასკვნა, რომელმაც იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ.
პალატა თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ეთანხმება საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულ ზ. ტ-შვილს მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის ორ მესამედზე მეტი, კერძოდ, ზ. ტ-შვილს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა 1993 წლის 3 დეკემბრიდან 1995 წლის 24 იანვრამდე პატიმრობაში გატარებული დრო, ესე იგი ერთი წელი, ერთი თვე და 20 დღე. მას დღეისათვის სულ მოხდილი აქვს 4 წელი, 4 თვე და 25 დღე, რაც აღემატება შეფარდებული სასჯელის – 6 წლით თავისუფლების აღკვეთის ორ მესამედს. ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს თავისუფლების აღკვეთა ერთი წელი 7 თვე და 5 დღე.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ზ. ტ-შვილი საპატიმრო ადგილიდან ხასიათდება უაღრესად დადებითად, წახალისებულია ორჯერ (იხილეთ პირადი საქმე), არის ავადმყოფი, კმაყოფაზე ჰყავს 4 შვილი, არის ხანდაზმული. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიაჩნია მსჯავრდებულ ტ-შვილს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალოს პირობით და განთავისუფლდეს პატიმრობიდან.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე, 610-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 19 დეკემბრის დადგენილება ზ. ტ-შვილის მიმართ შეტანილი იქნეს ცვლილება.
ზ. ტ-შვილს შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა ერთი წელი, 7 თვე და 5 დღე შეეცვალოს პირობით და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან.