საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 09.02.2000
საქმის ნომერი
2კ-2დად.-20000
დავის ტიპი
დადგენილება
თარიღი
09.02.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქმე ¹ 2 დად 9 თებერვალი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე გ. ლილუაშვილი

მოსამართლეები გ. ბორჩხაძე, რ. შველიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი და დაზარალებულ გ. ხ-იკის შესაგებელი აჭარის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქ-მეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 აგვისტოს განაჩენზე, რომლითაც გ. ბ-ძე, დაბადებული 1978 წელს, ეროვნებით ქართველი, საშუალო განათლებით, ცოლიანი, სამართალში არყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით და 228-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა _ სსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, სსს 228-ე

მუხლის მეორე ნაწი-ლით _ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით, პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, გ. ბ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1998 წლის 25 დეკემბერს, 23 საათზე, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ¹ 35 სახლთან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ. ბ-ძემ უმიზეზოდ აგინა მეზობლად მცხოვრებ გ. ხ-იკს, სცემა ხელით, შემდეგ აიღო ქუჩაში დაგდებული ქვა და თავში დაარტყა, რითაც გ. ხ-იკმა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

თავის საკასაციო საჩივარში გ. ბ-ძე უთითებს, რომ ინციდენტის დროს ხალხის თავშეყრას ადგილი არ ჰქონია, საზოგადოებრივი წესრიგი არც დარღვეულა და ამდენად, არასწორია მისი მსჯავრდება ხულიგნობისათვის. რაც შეეხება სსკ 111-ე მუხლით მსჯავრდებას, გ. ბ-ძე აღნიშნულს სადავოდ არ ხდის. ამასთანავე, იგი ითხოვს მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

თავის შემხვედრ საკასაციო საჩივარში (შესაგებელში) დაზარალებული გ. ხ-იკი უთითებს, რომ გ. ბ.-ძის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, განაჩენი ლმობიერია, რამდენადაც იგი ცდილობდა ყალბი ჩვენებებით საქმის არევას და ამისთვის იმსახურებს დაემატოს პატიმრობის ვადა.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ლ. ყიფიანი ითხოვს აჭარის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენი დატოვებულ იქნეს უცვლელად.

საკასაციო პალატამ გამოარკვია რა საქმის მასალები, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა. მოისმინა რა პროკურორის დასკვნა მიიჩნია, რომ განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილება შემდეგ გარემოებათაA გათვალისიწნებით:

თავის ჩვენებებში გ. ბ-ძე აჩვენებს, რომ 1998 წლის 25 დეკემბერს იყო ნასვამი, თავის მეგობართან ერთად გამოვიდა ქუჩაში სასეირნოდ, რა დროსაც მეზობელთან გ. ხ-იკთან მოუხდა კამათი და ჩხუბი. ჩხუბის დროს ქუჩაში არავინ ყოფილა, იყო ღამის 11 საათი, არც იქვე მცხოვრებლები გამოხმაურებიან. გ. ბ-ძე თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ სსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ფაქტობრივად, იგივე შინაარსის ჩვენებებს იძლევა ჩხუბის ვითარების აღწერისას დაზარალებული გ. ხ-იკი, იგი უთითებს იმასაც, რომ გ. ბ-ძის მხრივ გინებას ან სხვა უწმაწურ გამონათქვამს ადგილი არ ჰქონია.

ჩხუბის მოწმე _ მ-ძე, რომელიც არის ბ-ძის ამხანაგი და თან ახლდა მას, ასევე აჩვენებს, რომ ჩხუბის დროს ქუჩაში არავინ ყოფილა, გ. ბ-ძე არ იგინებოდა და არც მცხოვრებლებს შეუყრიათ თავი საზოგადოებრივი წესრიგი დარღვევის გამო.

ასეთ ვითარებაში საკასაციო პალატა თვლის, რომ ხულიგნობას ბ-ძის მხრივ ადგილი არ ჰქონია. ეს არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით და ამდენად, განაჩენი ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს მის ქმედებაში ამ დანაშულის ნიშნების არარსებობის გამო.

რაც შეეხება სასჯელს პალატას, მიაჩნია, რომ არის საფუძველი გაზიარე-ბულ იქნეს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი შემდეგი გარემოებების გათვალისწი-ნებით: გ. ბ-ძე თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ სსსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, დანაშაულს აღიარებს და ინანიებს, ახალგაზრდაა, პირველადაა სამართალში, საქმეში არსებული მეზობლების დახასი-ათება-შუამდგომლობით ირკვევა, რომ გაიზარდა უმამოდ, ჰყავს კმაყოფაზე ინვალიდი დედა და და-ძმა. ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, მუშაობს მტვირთავად, ჰყავს რამდენიმე თვის შერთული ცოლი, ცუდ საქციელში არასოდეს შემჩნეული არ ყოფილა. ამ ვითარების გათვალისწინებით, პალატას შესაძლებლად მიაჩნია მას სსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ შეეცვალოს პირობით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა დაზარალებულის შესაგებლის მოტივი გ. ბ-ძისათვის შეფარდებული სასჯელის ლმობიერებისა და მისთვის სასჯელის დამატების თაობაზე.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

აჭარის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 4 აგვისტოს განაჩენი _ გ. ბ-ძის სსკ 228-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრდების

ნაწილში გაუქმდეს და საქმე წარმოებით შეწყდეს მის ქმედებაში ამ დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, ხოლო სსკ 111-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა _ სსკ 46-ე მუხლის გამოყენებით _ შეეცვალოს პირობით, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს ორი წელი.

მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.