დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 12 აპ 18 თებერვალი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ხაბულიანი
მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ი. ჩ-ძის ადვოკატის _ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც:
ი. ჩ-ძე, , ქართველი, საშუალო განათლებით, ცოლშვილინი, უმუშევარი, ადრე ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამ-ნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
განაჩენით, ჩ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 12 ივნისსა და 17 ივნისს, მან ჩაიდინა გარყვნილი ქმედებები მცირეწლოვანების _ მ. ჯ-იასა და ნ. ა-ძის მიმართ. საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ ჩ-ძის ადვოკატი ითხოვს მის მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტას და უთითებს, რომ ჩ-ძე უდანაშაულოა, არავითარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება და მის მიმართ საქმე ხელოვნუ-რად არის გაზვიადებული. მცირეწლოვანები _ ჯ-ია და ა-ძე, განიცდიან მშობლების მხრივ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას და აქედან გამომდინარე, იძლევიან ჩ-ძის მამ-ხილებელ ჩვენებებს. მათი ასაკი _ ორივენი 6 წლისანი არიან _ არ იძლევა სა-ფუძველს სარწმუნოდ იქნეს მიჩნეული მათი განმარტებები. საქართველოს პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა სა--ფუძვლიანობა, მოისმინა რა პროკურორის დასკვნა, პალატამ მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ ჩ-ძის მიერ არ ყოფილა ჩადენილი გარყვნილი ქმედება მცირეწლოვანების _ ჯ-იასა და ა-ძის მიმართ. როგორც ბავშვები, ასევე მათი მშობლები მომხდარის ირგვლივ დაკითხული არიან და მიცემული აქვთ ჩვენებები _ თუ სად და რა ვითარებაში ჩაიდინა ჩ-ძემ გარყვნილი ქმედება. მართალია, ჯ-ია და ა-ძე მხოლოდ 6 წლის არიან, მაგრამ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, _ მათ შეეძლოთ მომხდარი ფაქტის აღქმა და გადმოცემა. მათი მშობლები _ კ-იძე და კ-აძე განმარტავენ თუ რა ვითარებაში გამოკითხეს ბავშვებს მომხდარის თაობაზე და როგორ გადმოსცეს მათ ეს შემთხვევა. თვით ჩ-ძე, თავისი ჩვენებებით გამოძიებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში, ფაქტობრივად, აღიარებს დანაშაულის ჩადენას იმ ვითარებაში, როგორც ეს საბრალდებო დასკვნასა და განაჩენშია გადმოცემული. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო დაეყრდნო მოწმეების _ თ-შვილის, უ-შვილის ჩვენებებს, სასამართლო-ბიოლოგიური და სასამართლო ფსიქიატრიული ექპერტიზის დასკვნებს და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორად დააკვალიფიცირა ჩ-ძის ქმედება სსკ 120-ე მუხლით.
რაც შეეხება სასჯელს, პალატა თვლის, რომ ის განსაზღვრულია სწორად, სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
ამდენად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნას საქმის წარმოებით შეწყვეტისა და ჩ-ძის გამართლების თაობაზე საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო.
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი _ ი. ჩ-ძის მიმართ.
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.