შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
¹ 187\\საზ
26 იანვარი, 2000 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ
ჯ. ყიფიანის
თავმჯდომარეობით
პალატის მოსამართლეების: ი. ბიბილაშვილის, ნ. გვენეტაძის, ლ. კუპატაძის, მ. ქარსელაძის
დ. ჩიტლოვის შემადგენლობით
განიხილა მსჯავრდებულის ადვოკატ, მ. ლ-ის საჩივარი, სისხლის სამართლის საქმეზე ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 ივლისის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
საზედამხედველო პალატამ მოისმინა პალატის მოსამართლე, ნ. გვენეტაძის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის ისან-სამგორის სასამართლოს 1999 წლის 12 ივლისის განაჩენით თ. ჭ-შვილი, უცოლო, შსს 2062 სამხედრო ნაწილის რიგითი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თბილისში, ამჟამად პატიმარი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 262-ე მუხლის ,,ა" პუნქტით და სასჯელის ზომად დაენიშნა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
განაჩენით თ. ჭ-შვილს მსჯავრი დაედო იმისთვის, რომ მან ჩაიდინა დე-ზერტირობა, ე. ი. სამხედრო ნაწილის დატოვება სამხედრო სამსახურისგან თა-ვის არიდების მიზნით. აღნიშნული ქმედება თ. ჭ-შვილმა, რომელიც არის სამხედრო მოსამსახურე, ჩაიდინა საყოველთაო სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოხდისას, რაც გამოიხატა შემდეგში: 1998 წლის 8 ივნისს, თბლისის ისნის რაიონის სამ-ხედრო კომისარიატის მიერ საყოველთაო სამხედრო ბეგარის მოსახდელად გაწვეული იქნა თ. ჭ-შვილი, რომელიც იმავე დღეს ჩაირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ¹ 2062 სამხედრო ნაწილში რიგითად. 1998 წლის 4 ივლისს თ. ჭ-შვილმა მიიღო სამხედრო ფიცი, იმსახურა 1998 წლის 5 აგვისტომდე, რის შემდეგაც თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და მიიმალა, რითაც თავს არიდებდა სამხედრო სამსახურის გავლას. 1999 წლის 19 მაისს იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა ისნის რაიონის შს სამმართველოში და სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვების მიზეზად დაასახელა კონფლიქტური დამოკი-დებულება ოჯახში მშობლებს შორის.
საჩივრით ადვოკატი ითხოვს განაჩენის გაუქმებას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გათვალისწინებით.
საზედამხედველო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა პროკურორს, რომელმაც მოთხოვა განაჩენის ძალაში დატოვება, მსჯავრდებულ თ. ჭ-შვილს, რომელიც ეთანხმება ადვოკატის საჩივრის მოთხოვნებს და სამხედრო ნაწილიდან წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ითხოვს სამხედრო ნაწილში დაბრუნებას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასაგრძელებლად, და ცნო რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ჭ-შვილის მიერ დანაშაულის ჩა-დენას ხელი შეუწყო ოჯახში მშობლებს შორის წარმოშობილმა უთანხმოებამ, რის ნიადაგზეც თ. ჭ-შვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას გ. ჭ-შვილს, რომელმაც, თუმცა, თავდაპირველად იჩივლა პოლიციაში, შემდეგ კი უარი განაცხადა შვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. აღნიშნული კონფლიქ-ტური სიტუაციის ვითარებაში თ. ჭ-შვილმა მხოლოდ 1999 წლის 21 ივლისს შეიტყო, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით. თ. ჭ- შვილმა გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
განაჩენის გამოტანის შემდეგ, 1999 წლის 21 ივლისს შინაგანი ჯარების 2062-ე სამხედრო ნაწილის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკ ზ. ბ-შვილის მიერ სასა-მართლოში გამოგზავნილი რეკომენდაციის თანახმად, სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა რიგით ჯარისკაც თ. ჭ-
შვილს შუამდგომლობდა სამხედრო სამსახუ-რის გასაგრძელებლად ნაწილში დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულ შუამდგომლობას, შინაგანი ჯარების სარდლის, გ. შ-ძის თანხმობით, მხარი დაუჭირა პალატის სხდომაზე მოწვეულმა, შინაგანი ჯარების პირად შემადგენლობასთან მუშაობის განყოფილების უფროსმა ჰ. მ-შვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მი-ერ თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული თ. ჭ-შვილი კეთილ-სინდისიერი სამსახურით გამოისყიდის დანაშაულს.
გაითვალისწინა რა საქმის გარემოებები, მსჯავრდებულის პიროვნება, საჩივრის მოტივები და საჩივართან ერთად წარმოდგენილი სამხედრო ნაწილის შუამდგომლობა პირობითი მსჯავრდების შესახებ, საზედამხედველო პალატამ მიიჩნია რომ განაჩენით დადგენილი თავისუფლების აღკვეთა შეიცველოს პირობითი მსჯავრდებით.
საზედამხედველო პალატამ იხელმღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით, 599-ე მუხლის მეორე ნაწილით და
და ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 12 ივლისის განაჩენით
თ.ჭ-შვილის მიმართ სსკ 262-ე მუხლით გათვალისწინებული სამი წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით, სსკ 46-ე მუხლის საფუძველზე შეიცვალოს პირობითი მსჯავრდებით, სამი წლით გამოსაცდელი ვადით. სასჯელის მოუხდელი ნაწილი არ იქნეს სისრულეში მოყვანილი, თუ გამოსაცდელ ვადაში მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და სანიმუშო ყოფაქცევითა და პატიოსანი შრომით გაამართლებს მისდამი გამოცხადებულ ნდობას. სამხედრო სამსახურის მოხდის ადგილიდან შინაგანი ჯარების 2062-ე სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ პირობითი მსჯავრდების შესახებ შუამდგომლობის გათვალისწინებით თ. ჭ-შვილი დაუბრუნდეს სამხედრო ნაწილს სამხედრო სამსახურის გასაგრძელებლად.
საზედამხედველო პალატის დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.