საჩივარი დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 01.03.2000
საქმის ნომერი
2კ-13აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 13 აპ 1 მარტი, 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ისაევი

მოსამართლეები: რ. შველიძე, მ. გოგელია

განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივარები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 იანვრის განაჩენზე, რომლითაც: ბ. ჩ-იანი, საქართველოს მო-ქალაქე, ქართველი, საშუალო განათლებით, ცოლშვილიანი, დროებით უმუშევარი, სამართალში არყოფილი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითYთავისუფლების აღკვეთა სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით; საქართველოს სსკ 96-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი, მეორე, მეხუთე და მეექვსე პუნქტებით მისი ბრალდების ნაწილში საქმე დაუბრუნდა პროკურატურას დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, ბ. ჩ-იანს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1993 წლის 26 მარტს, იყო რა არასრულწლოვანი, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა დ. ნ-ანს და გამოძიებით დაუდგენელ რამდენიმე პირს. მათ წინასწარი შეთანხმებით გაიტაცეს ე-შვილის ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს სამი ათასი ლარის ზარალი. ავტომანქანის რეალიზაციის შემდეგ, ბ. ჩ-იანს ერგო 150000 რუსული რუბლი, რაც მან პირადი საჭიროებისათვის დახარჯა.

საბრალდებო დასკვნით, ბ. ჩ-იანს ბრალად ედებოდა, აგრეთვე, 1995 წლის 25 ივნისს ს-ძის ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილეობა, საიდანაც გაიტაცეს სხვადასხვა საოჯახო და ოქროს ნივთები, რითაც დაზარალებულმა განიცადა 8292 ლარის ზარალი.

სახელმწიფო ბრალმდებელი თავის საკასაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს განაჩენი, როგორც უსაფუძვლო, ბ. ჩ-იანის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიება-ში დაბრუნების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო საჩივარში ადვოკატები _ ზ. რ-ი და მ. ფ-ე ბ. ჩ-იანის მიმართ ითხოვენ სააპელაციო პალატის განაჩენში ცვლილების შეტანას _ სსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის სასჯელად განსაზღვრული ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას და მის მიმართ 1995 წლის 2 ივნისის "ამნისტიის შესახებ" კანონის გამოყენებას.

თავის შესაგებელში კი ადვოკატები ითხოვენ, არ იქნეს გაზიარებული პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ჩ-ანის ბრალდების საქმე დაუბრუნდეს დამატებით გამოძიებას.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ნ. ჟ-ი მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, მოუსმინა ადვოკატ როსტიაშვილს და საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ჟ-ს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სსსკ 536-ე მუხლი, რომელშიც მითითებულია იმ სასამართლო გადაწყვეტილებათა სახეები, რაც გამოაქვს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში დატოვა რა უცვლელად პირველი ინსტანციის სა-სამართლოს განაჩენი საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბ. ჩ-იანის მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსსკ 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" პუნქტი და საკითხი სწორად გადაწყვიტა განაჩენის დადგენით.

რაც შეეხება ბ. ჩ-იანის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბ-რუნებას, სააპელაციო სასამართლომ ეს საკითხი გადაწყვიტა იმავე განაჩენით _ რითაც დაარღვია ზემოთ მითითებული სსსკ 536-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" პუნქტი _ ნაცვლად განჩინებისა, განაჩენით დაადგინა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება, რაც საკასაციო პალატას, თანახმად სსსკ 562-ე მუხლის „ა" პუნქტისა, მიაჩნია საპროცესო კანონის არსებით დარღვევად და განაჩენის გაუქმების საფუძვლად.

საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულის ადვოკატების საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. ჩ-იანისთვის სასჯელის შემსუბუქებისა და მის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე, რამდენადაც მას სასჯელი განასაზღვრული აქვს სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მისი პიროვნული მახასიათებლისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ. ჩ-იანის ყაჩაღობის ეპიზოდში ბ. ჩ-იანის სის-ხლის სამართლის საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნების თაობაზე პალატა ეთანხმება. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი ბ. ჩ-იანის მჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მისი ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 6 იანვრის განაჩენი ბ. ჩ-იანის სსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში.

გაუქმდეს განაჩენი ბ. ჩ-იანის ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.

ადვოკატების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.