დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 14აპ 1 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გ. ლილუაშვილი
წევრები: მ. ისაევი, გ. ხაბულიანი
განიხილა მსჯავრდებულების ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის ინტერესების დამცველის ადვოკატ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ჭიათურის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის განაჩენი. ამ განაჩენით ი. შ-შვილი, ქართველი, საშუალო სპეციალური განათლების მქონე, ქმარშვილიანი, სამართალში არ ყოფილი, მცხოვ-რები საჩხერის რაიონის სოფ. ..., ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,117-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ზ. ც-ძე, ქართველი, საშუალო განათლების მქონე, უცოლშვილო, სამართალში არ ყოფილი, მცხოვრები საჩხერის რაიონის სოფ. ..., ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,117-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შეეფარდა 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
საკასაციო პალატამ მოისმინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გ. ხაბულიანის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ჭიათურის სასამართლოსა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენებით ი. შ-შვილი და ზ. ც-ძე ცნობილი არიან დამნაშავედ იმ დახმარებისათვის, რაც მათ გაუწიეს საჩხერის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 3 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ა. შ-შვილს არასრულწლოვან ი. კ-შვილის გაუპატიურებაში.
ადვოკატი ნ. გ-ი შემოტანილი საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულების ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის არსებითად განხილვისათვის ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობისათვის გადაცემას.
დაზარალებული ი. კ-შვილის ადვოკატი ო. მ-ძე საკასაციო საჩივრების შესაგებლით მოითხოვს მსჯავრდებულების ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმე საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულების ადვოკატ ნ. გ-ის განმარტება, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას - განაჩენის გაუქმებას და საქმის სააპელაციო პალატაში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას დაზარალებული ი. კ-შვილის განმარტება, რომელიც მოითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას, პროკურორ ლ. ყ-ის დასკვნა, რომლითაც მოითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას, თვლის, რომ ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩხერის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 3 აპრილის კანონიერ ძა-ლაში შესული განაჩენით ა. შ-შვილს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა არასრულწლოვანის გაუპატიურება, ე. ი. სქესობრივი კავშირის დაჭერა 18 წელს მიუღწეველ პირთან ფიზიკური ძალადობით, მუქარით და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. კერძოდ, 1996 წლის 14 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ... თავისი ახ-ლობლის, მსჯავრდებულ ი. შ-შვილის ოჯახში, მივიდა თავის მართვის ქვეშ მყო-ფი ავტომანაქანა მოსკვიჩით (სახ. ¹ 3338), შესვა ოჯახში სამეზობლოდ მოსულ არასრულწლოვან ი. კ-შვილის სადღეგრძელო, რომელსაც დაბადების დღე ჰქონია და იძულებით დაალევინა ერთი ჭიქა არაყი. რამდენიმე ხნის შემდეგ ი. კ-შვილ-თან, ი. შ-შვილთან და ზ. ც-ძესთან ერთად თავისი მანქანით გაემგზავრა სოფელ ... იქიდან მივიდნენ მდინარე ძირულას ნაპირზე, სადაც მან ისევ იძულებით დაა-ლევინა ი. კ-შვილს ერთი ჭიქა არაყი და რამდენიმე ჭიქა ლიქიორი. დაახლოებით 18 საათზე საჩხერის რაიონის სოფელ მახათაურში ა. შ-შვილმა ნასვამ მდგომარეობა-ში მყოფი ი. კ-შვილი წაიყვანა მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზე განმარტოებით მდგარ შენობისაკენ, იძულებით შეიყვანა ერთ-ერთ ოთახში და განიზრახა მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალადობით, ცემით. მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე, ქვედა ყბის მარცხენა კუთხესთან, მარჯვენა ლოყა-ზე, მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე, მარჯვენა კვირისთავის არეში მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რის შედეგადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი. კ-შვილი წაიქცა იატაკზე. უმწეო მდგომარეობაში მყოფს გახადა შარვალი, ქვედა საცვალი და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი.
1996 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით, რომელიც გამოტანილია მსჯავრდე-ბულ ა. შ-შვილის სისხლის სამართლის საქმეზე, წინასწარი გამოძიების სტადიაში, ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. აღ-ნიშნული დადგენილება საჩხერის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 1 აპრილის განჩინებით გაუქმებული იქნა და ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ საქართველოს სსკ 206-ე მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც წინასწარი გამოძიების ჩასატარებლად გადაეცა საჩხერის რაიონის პროკურატურას. გამოძიების მიერ ი. შ-შვილი და ზ. ც-ძე მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მსჯავრდებულ ა. შ-შვილის დანაშაულებრივი ქმედების დაფარვისათვის სსკ 205-ე მუხლის მესამე ნაწილით და 1997 წლის 20 ოქტომბერს საბრალდებო დას-კვნით მათ მიმართ წარიმართა სასამართლოში სისხლის სამართლის საქმე, რომე-ლიც არსებითად განსახილველად დაექვემდებარა ჭიათურის რაიონის სასამართლოს. აღნიშნული სასამართლოს 1998 წლის 28 იანვრის განჩინებით ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის ბრალდების საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა პროკურატურას იმ მითითებით, რომ აღნიშნული პირები იმხილებიან დახმარების გაწევისათვის არასრულწლოვანი დაზარალებულის გაუპატიურებაში. დამატებით ჩატარებული გამოძიების მიერ ი. შ-შვილი და ზ. ც-ძე მიცემული იქნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ახალი ბრალდებით - საქართველოს სსკ 19, 117-ე მუხლის მესამე ნაწილით და 1998 წლის 28 მაისს მათი ბრალდების საქმე განსახილველად გადაეცა ჭიათურის რაიონულ სასამართლოს.
ჭიათურის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის განაჩენით ი. შ-შვილი და ზ. ც-ძე ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ 19,117-ე მუხლის მესამე ნაწილით ა. შ-შვილის დახმარებისათვის არასრულწლოვან ი. კ-შვილის გაუპატიურებაში.
მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 13 ივლისის განაჩენით შეტანილი იქნა ცვლილება ზემოთ აღნიშნული პირველი ინსტანციის განაჩენში იმ მიმართებით, რომ ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის ბრალდება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 19,117-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირებულ იქნა ამავე კოდექსის 2206-ე მუხლზე და შესაბამისად განესაზღვრათ სასჯელები.
დაზარალებულ ი. კ-შვილის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 1999 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 1999 წლის 13 ივლისის განაჩენი, კერძო განჩინება ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას, რომლის 1999 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ ჭიათურის სასამართლოს 1999 წლის 11 მაისის განაჩენი დატოვებული იქნა ძალაში უცვლელად, მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრებს კი უარი ეთქვა.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს განაჩენის მტკიცებას იმის შე-სახებ, რომ ი. შ-შვილი და ზ. ც-ძე მსჯავრდებულ ა. შ-შვილს დაეხმარენ არა-სრულწლოვან ი. კ-შვილის გაუპატიურებაში, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს სსკ 119-117-ე მუხლის მესამე ნაწილით.
აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმის ირგვლივ მრავალგზის დაკითხულ დაზარალებულ ი. კ-შვილის, მოწმე ე. ძ-ძის, თვით მსჯავრდებულების ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებითა და დაზარალებულთან დაპირისპირებებით, ამ უკანასკნელის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის სხვა ფაქტობრივი მტკიცებებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველი სასამართლოების ზემოთაღნიშნული განაჩენით ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია და მას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მხრიდან მსჯავრდებულ ა. შ-შვილისათვის დახმარების გაწევა გამოიხატა იმაში, რომ ეს უკანასკნელი დაზარალებულს წინათ საერთოდ არ იცნობდა, პირ-ველად ნახა იგი შემთხვევის დღეს მსჯავრდებულ ი. შ-შვილის ოჯახში ზ. ც-ძესთან ერთად სტუმრად მისულმა, ავტომანქანით, თითქოს გასეირნების მიზნით, სამივემ ერთად წაიყვანა დაზარალებული სოფელ ... სოფელ ..., როგორც ავტომანქა-ნით მგზავრობის დროს, ისე სოფელ ... გაჩერებისას, ი. შ-შვილი და მანქანის სა-ჭესთან მჯდომი ზ. ც-ძე ხელოვნურად უქმნიდნენ ა. შ-შვილს დაზარალებულ არასრულწლოვან ი. კ-შვილთან ახლოს და განმარტოებით ყოფნის საშუალებას, ამასთან სამივემ ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი, როგორც სახლში, ისე მგზავრობის დროს. მდინარის ნაპირზე, სპეციალურად შერჩეულ ადგილზე, დაზარა-ლებულს დაძალებით დაალევინეს ოჯახიდან წამოღებული არაყი და გზაში შეძე-ნილი ლიქიორი, შემდეგ, მიუხედავად დაზარალებულის თხოვნისა დაებრუნებინათ სახლში, ა. შ-შვილის მითითებით ცენტრალური გზიდან გადაუხვიეს და მანქანა გააჩერეს მიტოვებული შენობის მახლობლად მინდორში, გაჩერებული მანქანიდან ა. შ-შვილმა თანამზრახველების დახმარებით ი. კ-შვილი გადაიყვანა და შეიყვანა შენობაში, სადაც ფიზიკური და ფსიქიური ზემოქმედებისა და მისი უმწეო მდგომარეო-ბის გამოყენებით დაამყარა სქესობრივი კავშირი. მანქანაში დარჩენილ ი. შ-შვილ-სა და ი. ც-ძეს დანაშაულის თავიდან აცილებისათვის არაფერი არ გაუკეთებიათ, პირიქით, დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით მომუშავე მოწმე ე. ძ-ძეს, რომე-ლიც ქალის კივილზე ამბის გასაგებად მივიდა შემთხვევის ადგილზე, ა. შ-შვილ-მა და ზ. ც-ძემ უპასუხეს, რომ თითქოს იქ არაფერი მომხდარა, იყვნენ მოსული ქალებთან ერთად, დაზარალებულს კი დაემუქრნენ, მომხდარის შესახებ არაფერი ეთქვა.
დანაშაულის ჩადენის ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები აძლევდა კანონიერ საფუძველს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს დაედგინათ გამამტყუნებელი განაჩენი ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ საბრალდებო დასკვნის შესაბამისად, რის შესახებაც სწორად არის მითითებული დაზარალებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის შესაგებელში, რითაც იგი მოითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას და რასაც მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილე პროკურორმაც.
საკასაციო საჩივრის მტკიცებას იმის შესახებ, რომ სამივე მსჯავრდებულს დანაშაულის ჩადენაში ერთობლივი ბრალი არ წარდგენიათ და მათ მიმართ ცალ-ცალკე დადგენილი განაჩენებით თითქოს იგნორირებულია კანონის სავალდებულო მოთხოვნები დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეობის ცნების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს უსაფუძვლოდ, ვინაიდან ა. შ-შვილის მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენსა და სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების თავიდან ცალმხრივად წარმართვის გამო, ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, დანაშაულის იმავე ფაქტზე ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ დადგენილ განაჩენებში ობიექტურად არის ასახული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თითოეულ მსჯავრდებულის ქმედებას მიცემული აქვს ჩანადენის შესაბამისი სწორი სამართლებრივი შეფასება და საქმის ამჟამად ხელახლა განხილვას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს კანო-ნიერ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. პალატა მიიჩნევს, რომ ძირითად საქმეზე დადგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შემდეგ მსჯავრდებულების ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენით არ დარღვეულა არცერთი მსჯავრდებულის კანონით მინიჭებული უფლება, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას და ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ დადგენილი განაჩენი, როგორც კანონიერი და შეკრებილი მტკიცებებიდან გამომდინარე, უნდა დარჩეს უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე და 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ი. შ-შვილისა და ზ. ც-ძის მიმართ დატოვებულ იქნეს უცვლელად.
მოცემულ საქმეზე შემოტანილ მსჯავრდებულთა საკასაციო საჩივრებს ეთქვას უარი. სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაზღვრისას სავსებით მართებულად გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ-ს მიერ ჩადენილი იყო მომეტებული საშიშროების შემცველი სამი დანაშაული.