საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.03.2000
საქმის ნომერი
2კ-21აპ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 21 აპ 22 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე რ. შველიძე

მოსამართლეები: გ. ხაბულიანი, თ. ყრუაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ა. შ-შვილის საკასაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამათლოს 2000 წლის 26 იანვრის განაჩენზე, რომლითაც ა. შ-შვილს, 8 კლასის განათლების, უცოლშვილოს, სამართალში ყოფილს (თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 5 თებერვლის განაჩენით, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ 91-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, მის მიმართ გამოყენებულ იქნა სსკ 46-ე მუხლი, პირობით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ორი წელი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.

პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

განაჩენით, ა. შ-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 26 აპრილს მან შეაღწია ბინაში, გაქურდა მეზობლად მცხოვრები ს. ჯ-შვილის საცხოვრებელი ბინა, საიდანაც გაიტაცა სხვადასხვა საოჯახო ავეჯი, სულ _ 920 ლარის ღირებულების საქონელი. მოპარული ნივთებიდან ნაწილის რეალიზაცია მოახდინა გამოძიებით დაუდგენელ პირებზე.

თავის საკასაციო საჩივარში ა. შ-შვილი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, უთითებს, რომ ჰყავს ავადმყოფი დედა, რომელიც საჭიროებს ყურადღებას.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე _ ლ. ყ-ი ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას. მსჯავრდებული ა. შ-შვილი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

პალატამ გამოიკვლია საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულება, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ა. შ-შვილის ქმედებას და სწორად დააკვალიფიცირა იგი. რაც შეეხება სასჯელს, პოლატა თვლის, რომ იგი ა. შ-შვილს განსაზღვრული აქვს სწორად. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა როგორც შემამსუბუქებელი გარემოებები, ასევე ის, რომ იგი წარსულში ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულისათვის. ასეთ ვითარებაში მისთვის შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა _ პალატას არ მიაჩნია შეუსაბამოდ, როგორც მკაცრი მისი ქმედების ხასიათიდან და პიროვნების მახასიათებლიდან გამომდინარე. საკასაციო საჩივართა მოტივს სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ იზიარებს, უსაფუძვლობის გამო, პალატამ იხელმძღვანელა სსსკ 561-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 26 იანვრის განაჩენი _ ა. შ-შვილის მიმართ.

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.