განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.05.2000
საქმის ნომერი
2კ-13დად.-2000
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.05.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 13 დად. 2000 წლის 24 მაისი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ტურავა

წევრები: შ. ასათიანი, მ. ისაევი

განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულ ხ. მ- შვილის კერძო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის დადგენილებაზე, რომლითაც უარყოფილ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინება მსჯავრდებულ ხ. მ-შვილის სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უსაფუძვლობის გამო.

მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის წევრის მ. ტურავას მოხსენება, პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 აპრილის დადგენილებით, ხ. მ-შვილს, უარი ეთქვა სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე წარდგინების უსაფუძვლობის მოტივით.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 21 თებერვლის განაჩენით ხ. მ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 110-ე მუხლის I ნა-წილით და 252-ე მუხლის III ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავი-სუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ხ. მ-შვილს მსჯავრი დაედო იმისთვის, რომ მან ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მუცლის არეში დაჭრა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თ-შვილი, ასევე დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ჰეროინი" პირადი მოხმარების მიზნით.

პროკურორი მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დირექტორის წარდგინება საფუძვლიანია, რის გამოც მსჯავრდებულის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის დასკვნა, სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ზემოაღნიშნული დადგენილება უნდა გაუქმდეს და დაკმაყოფილებულ იქნეს მსჯავრდებულის კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ხ. მ-შვილი სასჯელს იხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში 1999 წლის 8 მაისიდან, სადაც იცავს რეჟიმისა და მკურნალობის მოთხოვნებს, ადმინისტრაციისა და მედპერსონალის მიმართ თავაზიანია. ჩადენილ დანაშაულს განიცდის და ინანიებს. გამოცხადებული აქვს მადლობა.

ხ. მ-შვილმა სასჯელის 1/2 მოიხადა 2000 წლის 15 აპრილს. იგი დაავადებულია შიდსის ვირუსით.

საკასაციო პალატას საფუძვლიანად მიაჩნია სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციული კომისიის შუამდგომლობა სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. მ- შვილის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ და არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომელსაც მიაჩნია, რომ შიდსით დაავადებული მსჯავრდებულის გამოსწორება არ არის დასაბუთებული.

საკასაციო პალატის აზრით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მსჯავრდე-ბულის ავადმყოფობის გათვალისწინებით, არსებობს ხ. მ-შვილის სასჯელისაგან ვადაზე ადრე გათავისუფლების კანონიერი საფუძველი, რის გამოც მისი კერძო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

იხელმძღვანელა რა სსკ-ის 54-ე, სსსკ-ის 560-ე, 561-ე, 568-ე, 571-ე და 623-ე მუხლებით, სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2000 წლის 25 აპრილის დადგენილება მსჯავრდებულ ხ. მ-შვილის მიმართ სასჯელის მოხდისაგან ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ.

ხ.მ-შვილი სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლდეს.

ხ.მ-შვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

დაკმაყოფილდეს მთლიანად, მსჯავრდებულის - ნაწილობრივ.

გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 31 აგვისტოს განაჩენი და კერძო განჩინება გ. ა-ძის საქმეზე და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატას.