საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 43აპ 12 მაისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე მ. ისაევი
წევრები: მ. ტურავა, შ. ასათიანი
განიხილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასა-მართლოს სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 მარტის განაჩენზე, რომლითაც რ. ყ-ელი, დაბადებული 1937 წელს ... ქართველი, უმაღლესი განათლებით, ცოლ-შვილიანი, ადრე სამართალში არყოფილი, მცხოვრები მცხეთის რაიონ სოფელ... - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით და შეეფარდა ერთი (1) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალა პირობითი მსჯავრით იმავე ვადით; ამავე განა- ჩენით ცვლილება იქნა შეტანილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 ნოემბრის განაჩენში, რომლის მიხედვით რ. ყ-ელს იმავე დანაშაულის ჩადენისათვის საგამოცდო ვადად დანიშნული ჰქონდა 2 წელი.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის მ. ისაევის მოხსენება და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით რ. ყ-ელს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 1997 წლის 28 ნოემბერს რ. ყ-ელმა მასთან სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად მისულ სოფელ ... კომისიის წევრებს - ამავე სოფლის გამგებელ თ. გ-იანს, მეურნეობის დირექტორ ი. ჭ-ძეს, საკრებულოს მდივან ნ. რ-ძეს, ძმისშვილ ხ. ყ-ელს და რძალ მ. ყ- ელს გაუწია წინააღმდგობა და არ მისცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალება, მისი ქმედება შემდეგ გა-დაიზარდა ბოროტ ხულიგნობაში, კერძოდ, მან ზემო დასახელებულ პირების მი-სამართით დაიწყო ხმამაღალი გინება, რის გამოც კომისიის წევრები იძულებული გახდნენ, სიტუაცია უფრო მეტად რომ არ გართულებულიყო, მიეტოვებინათ სამ-სახურებრივი მოვალეობის შესრულება და გაემართნენ საკრებულოს შენობისკენ, მაგრამ რ. ყ-ელი მათ ლანძღვა-გინებით უკან გაჰყვა, მივიდა საკრებულოს შენობასთან და გზის მეორე მხრიდან ხმამაღლა აგინებდა დედასა და ცოლ-შვილს. ხმაურზე შეიყარა ხალხი, რომელიც მოუწოდებდნენ რ. ყ-ელს დაწყნარებულიყო, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა გინებას, რაც გაგრძელდა დაახლოებით 30 წუთს.
წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. ყ-ელი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო; მიუთითებს, რომ მას არავითარი ხულიგნობა არ ჩაუდენია, არავისთვის არ შეუგინებია, პირიქით, მას მოექცნენ უკანონოდ ყოვ-ლად დაუსაბუთებლად და მსჯავრი დასდეს სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით. მისი ბრალდება დამყარებულია მხოლოდ დაინტერესებულ პირთა ჩვენებებზე, რაც არ დასტურდება სხვა მასალებით.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულ რ. ყ-ელისა და დაზარალებულების - ჭ-ძის, გ-იანის, კ- შვილის განმარტებები და პროკურორის ლ. ყ-ს დასკვნა, რომელმაც განაჩენი მიიჩნია კანონიერად, იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება და თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი არ არსებობს. საქმის მასალებით, მათ შორის თვით მსჯავრდებულის წინასწარი გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით, დაზარალებულების ჩვენებებით და საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ რ. ყ-ელის მიერ ხულიგნობის ჩადენის ფაქტი.
პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოება, მაგრამ მას მისცა არასწორი იურიდიული კვალიფიკაცია. კერძოდ, დადგენილია, რომ ყ-ელმა ჯერ თავის მიწის ნაკვეთთან, შემდეგ კი საკრებულოს შენობასთან უცენზურო სიტყვებით აგინა სოფელ ... სადაო კომისიის წევრებს, რის შედეგადაც დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ყ-ელის ქმედება სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკვალიფიცირა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ხულიგნობა გრძელდებოდა 30 წუთი, ესე იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყ-ელის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილით უკანონოა, რადგან ქმედება, რაც დადგენილად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, იძლევა მხოლოდ სსკ-ის 228-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობას, ამიტომ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა როგორც ბოროტ ხულიგნობა, არამედ ხულიგნობა, ამ მუხლის მეორე ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშნის გარეშე. ის გარემოება, რომ ყ-ელის მიერ კომი-სიის წევრების ლანძღვა-გინება გრძელდებოდა დაახლოებით 30 წუთს, არ იძლევა ხულიგნობის ისეთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს, როგორსაც წარმოადგენს განსაკუთრებული თავხედობა.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის მითითებას, თითქოს ყ-ელს არ ჩაედინოს ხულიგნობა, რადგან ასეთი საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი.
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ყ-ელს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმას, რომ პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არაა შებღალული, არის ავადმყოფი, ხასიათდება დადებითად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560, 561, 562, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 24 მარტის განაჩენში რ. ყ-ელის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 46-ე მუხლის გამოყენებით შეეცვალოს პირობით ერთი (1) წლის გამოსაცდელი ვადით.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.