დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.03.2000
საქმის ნომერი
2კ-18კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 18 კოლ. 31 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ისაევი

მოსამართლეები: რ. შველიძე, გ. ხაბულიანი

განიხილა მსჯავრდებულების დ. კ-ძისა და ლ. ა-იას საკასაციო საჩივრები საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 26 იანვრის განაჩენზე, რომლითაც: 1. დ. კ-ძე, ქართველი, ცოლშვილიანი, არასრული საშუალო გა-ნათლებით, სამართალში არ ყოფილი, ამჟამად პატიმარი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 110-ე მუხლის პირველი ნაწილით, 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით, სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 20 წლის ვადით, აქედან პირველი 5 წელი უნდა მოიხადოს საპყრობილეში, დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში; 2. ლ. ა-ია, ქართველი, უცოლშვილო, სამართალში ნამყოფი, მცხოვრები ზუგდიდის რაიონის სოფელ ..., ამჟამად პატიმარი, ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და 206-ე მუხლით, სსკ მე-40 მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

მსჯავრდებულების გ. ა-ძისა და ზ. ქ-ავას მიმართ განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული არ ყოფილა.

განაჩენით დ. კ-ძეს მსჯავრი ედება იმისათვის, რომ მან მსჯავრდებულ გ. ა-ძესთან ერთად 1999 წლის 16 აპრილს, 0130 საათზე, ქ. თბილისში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ცემით სხეულის გან-ზრახ მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა აწ გარდაცვლილ პ. კ-შვილს, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით - ყელის მიდამოებში შუშის ნამსხვრევის გამოსმით განზრახ მოკლა, ჩადენილი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, რითაც ჩაი-დინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ 110-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით.

ჩადენილი მძიმე დანაშაულის უშუალო მოწმემ მსჯავრდებულმა ლ. ა-იამ არ განაცხადა მსჯავრდებულების გ. ა-ძისა და დ. კ-ძის მიერ საქართველოს სსკ 104-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მისთვის ცნობილი დანაშაულის ჩადენის შესახებ.

გარდა აღნიშნულისა, ლ. ა-იას განაჩენით მსჯავრი ედება იმისათვის, რომ მან, როგორც წარსულში არაერთხელ ნასამართლობის მქონემ (ბოლოს გასამართლე-ბული იყო საქართველოს სსკ 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით), 1999 წლის მარ-ტის თვის დასაწყისში კვლავ ჩაიდინა სხვისი ქონების - მოქალაქე ვ. ჯ-ძის კუთვნილი ხალიჩის ფარული გატაცება ქურდობით, ხოლო იმავე წლის 18 აპრილს - მოქალაქე ლ. ჯ-ძის კუთვნილი ხალიჩის ფარული გატაცება, რითაც

დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. კ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას, საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნებას და მიუთითებს, რომ მას პ. კ-შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში მონაწილეობა არ მიუღია, ამასთან არ უარყოფს მომხდარი კონფლიქტის დროს შელაპარაკებაში მონაწილეობას.

მსჯავრდებული ლ. ა-ია საკასაციო საჩივრით არ უარყოფს ჩანადენს და მოითხოვს განაჩენით შეფარდებული სასჯელის, როგორც მკაცრის, შემსუბუქებას.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრე-ბის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულების დ. კ-ძის, ლ. ა-იასა და ამ უკანასკნელის ინტერესების დამცველ ადვოკატ ლ. ჩ-ის განმარტებე-ბი, რომლებითაც ისინი მხარს უჭერენ წარმოდგენილ საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, პროკურორ ლ. ყ-ის დასკვნა, რომლითაც იგი მოითხოვს ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას და თვლის, რომ დ. კ-ძისა და ლ. ა-იას მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სა-სამართლო კოლეგიის 2000 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრი დაედოთ: გ. ა-ძეს იმისათვის, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ. კ-ძესთან ერთად ჩაი-დინა პ. კ-შვილის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ხოლო ზ. ქ-ავას - აღნიშნული დანაშაულის დაფარვისათვის. ორივე მათგანი ჩანადენს აღი-არებს და გამამტყუნებელი განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, მათ მიერ მრავალგზის მიცემული აღიარებებით დ. კ-ძისა და ლ. ა-იას როლი ინკრიმინირე-ბული ქმედების ჩადენაში გამოკვეთილია, რასაც თვითონაც ფაქტობრივად არ უარყვიათ და საქმის ირგვლივ აქვთ მიცემული აღიარებითი ჩვენებები, რომლის გასაბათილებლად რაიმე მტკიცება საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც საკასაციო საჩივრებშია მითითებული კონკრეტულ არსებით გარემოებებზე, რომელთა საფუძველზედაც გაზიარებული იქნებოდა კასატორების მოთხოვნა.

საკასაციო პალატა იზიარებს განაჩენის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულებს დ. კ-ძესა და ლ. ა-იას საქმის ირგვლივ შეკრებლი მტკიცებულებები-დან გამომდინარე სწორად დაედოთ მსჯავრი ფაქტობრივად ჩადენილი დანაშაულებ-რივი ქმედებისათვის, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, საკასაციო საჩივრებში მითითებული დ. კ-ძისა და ლ. ა-იას პიროვნული მახასიათებლები განაჩენით სწორად არის განსაზღვრული და გათვალისწინებული თითოეულის მიმართ სასჯელის შეფარდების დროს, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მათ მიმართ სასჯელის განსაზღვრის ინდივიდუალიზაციის პრინციპი არ დარღვეულა და საქმის მასალებში არ მოიპოვება მსჯავრდებულების მიმართ ბრალის ან სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

ასეთ პირობებში მსჯავრდებულების დ. კ-ძისა და ლ. ა-იას მიმართ გა-მამტყუნებელი განაჩენის დადგენით არ დარღვეულა მათი ულებები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას და მათ მიმართ დადგენილი განაჩენი, როგორც კანონიერი და შეკრებილი უტყუარი მტკიცებებიდან გამომდინარე, უნდა დარჩეს უცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 561-ე და 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2000 წლის 26 იანვრის განაჩენი დ. კ-ძის და ლ. ა-იას მიმართ დატოვებული იქნეს უცვლელად.

მოცემულ საქმეზე შემოტანილი საკასაციო საჩივრებს ეთქვას უარი.