საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 15.03.2000
საქმის ნომერი
2კ-21კოლ.-20000
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.03.2000

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 21 კოლ. 15 მარტი 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

თავმჯდომარე მ. ისაევი

მოსამართლეები: გ. ხაბულიანი, რ. შველიძე

განიხილა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატის თ. დ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 11 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. შ-ძე, ქართველი, საშუალო განათლებით, უპარტიო, სამართალში ნამყოფი, ქუთაისის სასამართლოს 1997 წლის 18 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მესამე ნა-წილის და 206-ე მუხლით ერთობლივად მისჯილი ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 იანვრის გან-კარგულებით გათავისუფლდა და მოუხდელი სასჯელი შეეცვალა პირობით 3 წლის საგამოცდო ვადით, რაც გაქარწყლებული ან მოხდილი არ აქვს - ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მეორე პუნქტით, 228-ე მუხ-ლის მეორე და მესამე ნაწილებით, ერთობლივად სსკ-ის მე-40 მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. შ-ძეს სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 26 ივნისიდან.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ი-ის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

განაჩენით მ. შ-ძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: მთვრალმა მ. შ-ძემ 1999 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19 საათზე, ქ. ქუთაისში ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი მოქმედება, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული თავხედობით.

მანვე, იმავე დღეს, ქ. ქუთაისში, დაახლოებით 1930 საათზე, ორ სხვა პირთან ერთად კვლავ ჩაიდინა ბოროტი ხულიგნობა რა დროსაც სხეულის დასა-ზიანებლად იხმარა დანა, იმავდროულად თანქონებული დანით ჩაიდინა ა. ბ-შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ხულიგნური ქვენაგრძნობით.

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დასმულია საკითხი განაჩენის გაუქმების და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, მითითებულია, რომ შ-ძეს არ ჩაუდენია ბოროტი ხულიგნობა, პირიქით დაზარალებულმა ა. ბ-შვილმა მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, საქმეში არაა დაზარალებულის ის განმარტება სადაც იგი უჩვენებდა, რომ არაფერი აღარ ახსოვდა, საქმეში არ არსებობს არცერთი მოწმე რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ა. ბ-შვილის დაჭრას კონკრეტულ ვითარებას.

პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მო-ტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატის თ. დ-ის მოსაზრება, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, მოისმინა პროკურორის ლ. ყ-ის დასკვნა, რომელმაც განაჩენი მიიჩნია კანონიერად, ამასთან იშუამდგომლა შ-ძის მი-მართ სსკ-ის 41-42-ე მუხლებით დამატებული სასჯელის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის ამორიცხვა, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საჩივრის მითითება თითქოს არასრულყოფილად ჩატარდა წინასწარი გამოძიება და დადგენილი არაა მსჯავრდებულ შ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული - პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან საქმეში არსებული მასალებით უტყუარადაა დადგენილი შ-ძის მიერ როგორც ბოროტი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელო-ბის მცდელობის ფაქტი. შ-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია როგორც დაზარალებულ ა. ბ-შვილის ჩვენებით, ასევე მისი შ-ძესთან დაპირისპირებით, მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთობლივი მასალებით. საჩივრის მითითება თითქოს საქმეში არაა დაზარალებულის ახსნა-განმარტება სადაც ის თითქოს მიუთითებდა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი არ ახსოვდა - განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. დაზარალებული ა. ბ-შვილი რამდენიმეჯერ არის დაკითხული, იგი ასევე დაპირისპირებულ იქნა მსჯავრდებულთან, ყველგან იგი აძლევდა თანმიმდევრულ ჩვენებას და ამდენად თითქოს საქმიდან დაიკარგა მისი ახსნა-განმარტება არ შეესაბამება რეალურ ვითარებას და ასეთი ემყარება მხოლოდ საჩივრის მოსაზრებას, რაც პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ შ-ძის მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელისათვის სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე წინა განაჩენით შეფარ-დებული სასჯელის დამატება არ არის მიზანშეწონილი, რადგან წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისგან იგი გათავისუფლდა პრეზიდენტის განკარგულებით შეწყალების წესით. ამიტომ მსჯავრდებულ შ-ძეს საბოლოოდ მოსახდელად უნდა დარჩეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იხელმძღანელა რა საქართველოს სსსკ-ის 560, 561, 567 და 571-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 11 ნოემბრის განაჩენიდან მ. შ-ძის მიმართ ამოირიცხოს მითითება სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე 2 წლით თავისუფლების აღკვეთის დამატება. მ. შ-ძეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი მის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მიუხედავად მსჯავრდებულის მიერ ბრალის უარყოფისა, სააპელაციო პალატამ შეკრებილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია მისი თანამონაწილეობა დანაშაულში დამხმარის სახით.