საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 24ა 29 მარტი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
თავმჯდომარე გ. ბორჩხაძე
წევრები: მ. ტურავა, მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ დ. ა-შვილის საკასაციო და დამატებით საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელა-ციო პალატის 2000 წლის 1 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც: დ. ა-შვილი, საქართველოს მოქალაქე, ქართველი, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დროებით უმუშევარი ცნობილ იქნა დამნაშავედ სა-ქართველოს სსკ 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ოთხი (4) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
განაჩენით, ა-შვილს მსჯავრი დაედო შემდეგში: 1999 წლის 24 ივლისს ა-შვილმა თავის მეგობარ ტ-ძესთან ერთად განიზრახა მოქალაქის კუთვნილი ავ-ტომანქანის გაქურდვა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე ღამეს, დაახლოებით 5 საათზე, ა-შვილი და ტ-ძე მივიდნენ თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სახანძრო დაცვის სამსახურის შენობასთან, სადაც დაინახეს მოქალაქე დ-შვილის კუთვნილი „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი. ტ-ძემ დანის გამოყენებით დააზიანა მანქანის მარცხენა შუამინის სამაგრი რეზინი, ამოიღო მინა, შეაღწია სალონში და ა-შვილთან ერთად გაიტაცა აუდიომაგნიტოფონი, რითაც მოქალაქეს მიაყენეს 80 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
თავის საკასაციო საჩივარში ა-შვილი უთითებს, რომ დანაშაული ჩაიდინა მარტომ, ტ-ძე მასთან ერთად არ ყოფილა და იგი აიძულეს მიეცა ჩვენება - თითქოსდა იყო ა-შვილთან ერთად, დანაშაულის ჩადენის შესახებ მან აღიარა და ნებაყოფლობით დააბრუნა ნაქურდალი ნივთი; ამდენად, მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ 91-ე მუხლის პირველ ნაწილზე და შესაბამისად უნდა შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე ლ. ყ-ი, ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
გამოიკვლია რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა დასაბუთებულობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ა-შვილის ქმედება სწორადაა დაკვალიფი-ცირებული სსკ 91-ე მუხლის მეორე ნაწილით. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ტ-ძე თავის ახსნა-განმარტებაში, ეჭვმიტანილად და ბრალდებულად დაკითხვისას თანმიმდევრულად აჩვენებდა, რომ დანაშაული ჩაიდინა ა-შვილთან ერთად. მან იგივე დაადასტურა ა-შვილთან დაპირისპირების დროსაც. ტ-ძის დაკითხვა, ასევე დაპირისპირება ა-შვილთან ჩატარებულია ტ-ძის ადვოკატის თანდასწრებით, რაც უსაფუძვლოს ხდის ა-შვილის საკასაციო საჩივრის მოტივს, ტ-ძეზე იძულების გამოყენების თაობაზე. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დგინდება ისიც, რომ ავ-ტომანქანიდან აღებული ანაბეჭდები ტ-ძეს ეკუთვნის. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განაჩენს იმაშიც, რომ ა-შვილს სსკ 91-ე მუხლის მეორე ნაწილით მსჯავრი დაედო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაიდინა დანაშაული პირთა ჯგუფთან ერთად, არამედ იმიტომაც, რომ მიაყენა დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრის მოტივი განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის მოთხოვნა მისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რამდენადაც ა-შვილი წარსულში ნასამართლევია და სასჯელი განსაზღვრული აქვს სწორად, სსკ 37-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
იხელმძღვანელა რა სსსკ 561-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 1 თებერვლის განაჩენი დ. ა-შვილის მიმართ დარჩეს უცვლელად.
მსჯავრდებულ ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დადგინდა, რომ მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო დაზარალებულთა სხეულის დაზიანებისაკენ, აღნიშნულმა გამოიწვია განაჩენის შეცვლა.