განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 21.03.2013
საქმის ნომერი
2კ-705-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
21.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

7051-13 21 მარტი, 2013 წელი

პ-ი ვ, 7051-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. პ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. პ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით ვ. პ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 3 წელი - ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი; ვ. პ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 4 აპრილიდან.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და პირობით ჩათვლილი სასჯელი - 3 წელი, რის გამოც განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის ვადა - 2 წელი და ეს ვადა განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მის მიმართ დანიშნული სასჯელის - 3 წლისა და 6 თვის - შემცირებას ერთი მეოთხედით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, პირს უნდა შეუმცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დანიშნული სასჯელი. ამდენად, ვ. პ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 3 წელი, 6 თვე და უნდა განესაზღვროს 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა გამოაკლდეს მოხდილი ზომა - 6 თვე და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 2 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პირობით. შესაბამისად, უნდა შემცირდეს გამოსაცდელი ვადაც და იგი უნდა განისაზღვროს 2 წლით, 10 თვითა და 15 დღით.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში კანონიერია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: ვ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 3 წელი, 6 თვე და განესაზღვროს 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც გამოაკლდეს მოხდილი ზომა - 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვროს 2 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 2 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე