საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #586ap-16. ქ. თბილისი
თ. ს-ო-586აპ–16. 27 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განაჩენზე.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 მაისის განაჩენით ს. თ-ის, – დაბადებულის ----ს, ნასამართლევის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-6 პუნქტიდან (1960 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 105-ე მუხლზე; ს. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, მე-17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით (1960 წლის რედაქცია) – 13 წლით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და ს. თ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ქალაქ ქუთაისის სასამართლოს 1992 წლის 14 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განაჩენით გაუქმდა. ს. თ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით, მე-17,104-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით, 238-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ს. თ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლების (1998 წლის რედაქცია) საფუძველზე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ გიორგი გობრონიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე