საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001628055
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №512აპ-18 თბილისი
ყ. გ. 512აპ-18 4 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ.ყ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატ ი. ხ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით გ.ყ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 45 000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. მსჯავრდებულმა გ. ყ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს 2018 წლის 25 თებერვალს და მოითხოვეს განაჩენის გაუქმება და გ. ყ-ს გამართლება იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; სასამართლოს არ უმსჯელია მსჯავრდებულის ნებელობით ელემენტზე; სასამართლოს უნდა დაედგინა, სურდა თუ არა გ. ყ-ს იმ შედეგის დადგომა, რაც მას ბრალად შეერაცხა. ალტერნატიული მოთხოვნის სახით აპელანტები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას.
4. მსჯავრდებულმა გ. ყ-მ და მისმა ინტერესების დამცველ, ადვოკატმა ი. ხ-მ 2018 წლის 25 ივლისს საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენი და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ან სასჯელის შემსუბუქება იმავე საფუძვლებით, რაზეც სააპელაციო საჩივარში ჰქონდათ მითითებული.
5. 2018 წლის 1 ოქტომბერსა და 3 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული გ. ყ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი.ხ.შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე, ვინაიდან მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართული აქვს საქართველოს პრეზიდენტისათვის შეწყალების თხოვნით.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. ყ-ს და მისი ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. ხ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ყ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ვ. როინიშვილი