საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
2კ-478აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002790704

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

#478აპ-19 8 ივლისი, 2019 წელი

ბ-ი ო, 478აპ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ბ-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით ო. ბ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით.

ო. ბ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 23 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 28 აპრილიდან - 2018 წლის 1 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

გაუქმდა ო. ბ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხლვის კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდა გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. ბ-მა და ითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენში, კერძოდ, საპატიმრო სასჯელის შეცვლა არასაპატიმრო სასჯელით.

4. 2019 წლის 24 ივნისს წარმოდგენილი განცხადებით მსჯავრდებული ო. ბ-ი შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ო. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე