საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 15.07.2019
საქმის ნომერი
2კ-325აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002695728

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

#325აპ-19 ქ. თბილისი

მ-ი გ, 325აპ-19 15 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის განცხადება, რომლითაც ის შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით გ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვით.

გ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 14 სექტემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მა და ითხოვა გ. მ-ისათვის სასჯელის შემსუბუქება.

4. 2019 წლის 3 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით ადვოკატი ნ. ც. შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი, ვინაიდან გ. მ-მა უკვე მოიხადა შეფარდებული სასჯელი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ ადვოკატ ნ. ც-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

6. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე