საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
2კ-518აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002781105

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №518აპ-19 თბილისი

უ. მ., 518აპ-19 3 თებერვალი 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. უ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15მაისის განაჩენზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენით:

მ. უ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა გამართლებულ მ. უ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 5000 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს - ლ. ე-ს (პ/ნ ...), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულ მ. უ-ს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა მ. უ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან სასამართლოში წარდგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის მსჯავრდებისათვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: მ. უ., - დაბადებული 19... წელს, - ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 62-ე, მუხლის მესამე ნაწილის გათვალისწინებით (ორი დღე-ღამე პატიმრობაში ყოფნა), განესაზღვრა საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა ვადით 120 (ას-ოცი) საათი.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. 2019 წლის 9 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. უ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მ და მოითხოვა გაუქმება იმ მოტივით, რომ განაჩენით მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია.

5. 2020 წლის 31 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარმოდგენილი განცხადებებით მსჯავრდებული მ. უ. შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენზე, ვინაიდან ადვოკატთან შეთანხმებით უარს აცხადებს საჩივრის განხილვაზე.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ მ. უ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მისი საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვლი

მ. გაბინაშვილი