შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002857353
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
N373აპ.-20 ქ. თბილისი
დ. გ., 373აპ.-20 22 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ _ ნიკოლოზ დგებუაძის
ადვოკატების – ნ. ბ-ის, შ. მ-ის, თ. მ-ის
მსჯავრდებულების _ გ. დ-ს, გ. ჭ-ის, ბ. ნ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ისა და მსჯავრდებულების - გ. ჭ-ისა და ბ. ნ-ის ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ნ. ბ-ისა და შ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით გ. დ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. გ. დ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2018 წლის 13 ნოემბრიდან.
გ. ჭ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. გ. ჭ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.
ბ. ნ. - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. ბ. ნ-ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან - 2018 წლის 18 ნოემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. დ-მა, გ. ჭ-მ და ბ. ნ-მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თ., ვ-ში მდებარე „აკ. ნ. ყ-ის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“, ე.წ. „რ-ოს“ ეზოში გ. დ., გ. ჭ. და ბ. ნ. ორ თანმხლებ პირთან ერთად თავს დაესხნენ ა. შ-სა და გ. რ-ს და დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცეს „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
4. კასატორებმა – მსჯავრდებულების - გ. ჭ-ისა და ბ. ნ-ის ადვოკატებმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა; მსჯავრდებულ გ. დ-ს ადვოკატმა - თ. მ-მა ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. დ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 150-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება.
5. 2020 წლის 28 აპრილს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულებსა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ პროკურატურას შორის წერილობით გააფორმა ოქმები საპროცესო შეთანხმებების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
6. 2020 წლის 8 მაისს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულებს შორის 2020 წლის 28 აპრილს დადებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ გ. დ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; გ. ჭ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; ბ. ნ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
7. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნიკოლოზ დგებუაძემ, მსჯავრდებულებმა -გ. დ-მა, გ. ჭ-მ, ბ. ნ-მ და მათი ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ნ. ბ-მა, შ. მ-ემ, თ. მ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ როინ ხინთიბიძესა და მსჯავრდებულებს - გ. დ-ს, გ. ჭ-სა და ბ. ნ-ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით გ. დ-ს, გ. ჭ-ისა და ბ. ნ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულების - გ. დ-ს, გ. ჭ-ისა და ბ. ნ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მათ არ შეზღუდვიათ უფლება, მიეღოთ იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებენ ბრალს და ეთანხმებიან პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებულები - გ. დ., გ. ჭ. და ბ. ნ. ასევე აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულებისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები; მათთვის ცნობილია ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელები კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულების - გ. დ-ს, გ. ჭ-სა და ბ. ნ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ როინ ხინთიბიძესა და მსჯავრდებულებს - გ. დ-ს, გ. ჭ-სა და ბ. ნ-ს შორის;
4. გ. დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ გ. დ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 13 ნოემბრიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
5. გ. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ გ. ჭ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 18 ნოემბრიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. ბ. ნ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 5 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ბ. ნ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ვადა აეთვალოს 2018 წლის 18 ნოემბრიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს თ. კ-სა და თ. ე-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე