საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 27.05.2020
საქმის ნომერი
2კ-172აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002795004

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №172აპ-20 თბილისი

ბ. ჰ., 172აპ-20 27 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჰ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ჰ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენით ჰ. ბ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ჰ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 ნოემბრიდან.

გაუქმდა მსჯავრდებულ ჰ. ბ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

2. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ჰ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ჰ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ჰ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ჰ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მსჯავრდებულმა ჰ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მ წარმოადგინეს განცხადებები, რომლითაც ისინი შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ ჰ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს განხილული. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

7. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჰ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორების მიერ საჩივრების უკან გათხოვნის გამო.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი