საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.03.2021
საქმის ნომერი
2კ-685აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115714443

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №685აპ-20 ქ. თბილისი

ზ. ხ., 685აპ-20 2 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა დავით ჭარბაძემ. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებულების: ხ. ზ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; ი. მ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში; ი. ზ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; ნ. თ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში; მ. თ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებლი, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: მოწმეების - გ. ლ-ს, შ. ც-ს, გ. ლ-ს, ს. გ-ს, თ. ჯ-ს, ს. ჯ-ს, შ. ჯ-ს, რ. გ-სა და სხვათა ჩვენებებით, საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 9 ოქტომბერის დადგენილებით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის N... განკარგულებით და სხვა მტკიცებულებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გამართლებულების ბრალეულობა; ამასთან, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ ნ. თ. ან ხ. ზ. ნამდვილად სარგებლობდნენ სადავო მიწის ნაკვეთით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

- ნ. თ-მა ჩაიდინა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

- ი. ზ-მ ჩაიდინა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

- ი. მ-მ ჩაიდინა: სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა სხვა პირადი მოტივით; დახმარება თაღლითობაში, ესე იგი დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

- მ. თ-მ ჩაიდინა: სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა პირადი მოტივით; თაღლითობაში დახმარება, ესე იგი დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში, მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

- ხ. ზ-მ ჩაიდინა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

ხ. ზ-ს, ნ. თ-ს, ი. ზ-ს, ი. მ-სა და მ. თ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის განკარგულებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ნება დაერთო ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მოსახლეობისათვის, მათ შორის მოსახლეობის თვითნებურ სარგებლობაში არსებულ, დაურეგისტრირებელ მიწის ფართობებზე, მოეხდინა სარეაბილიტაციო და სხვა ხარჯების კომპენსაცია, აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული მიწების გამოსყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, ხ. ზ-მ, ი. ზ-მ და ქ-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ი. მ-მ ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ც-ში მდებარე 14 415 კვ/მ (№...) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტსა და ურთიერთშედარების აქტში შეიყვანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი (№...) მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ხ. ზ..

ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხ. ზ-მ და ი. ზ-მ სს „....“ ხელზე მიიღეს 58.759ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულით ხ. ზ. და ი. ზ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლომოსარგებლე პირის - შ. ც-სთვის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას - 58 759 ლარს, რითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, მ. თ-მ, როგორც ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ს უბნის უფროსმა სპეციალისტმა, პირადი მოტივით და ნ. თ-მა ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ც-ში მდებარე 4345 კვ/მ (№..) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტსა და ურთიერთშედარების აქტში შეიყვანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი №... მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ნ. თ-ს მეუღლე, ა.ზ..

ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. თ-მა სს „...“ ხელზე მიიღო 40143 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულით ნ. თ., საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლე პირის, შ. ც-სთვის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას- 40 143 ლარს მოტყუებით დაეუფლა, რითაც მან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, მ. თ-მ, როგორც ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ს უბნის უფროსმა სპეციალისტმა, პირადი მოტივით და ნ. თ-მა ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ც-ში მდებარე 4345 კვ/მ (№.) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტსა და ურთიერთშედარების აქტში შეიყვანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი №... მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ნ. თ-ს მეუღლე, ა. ზ..

ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ნ. თ-მა სს „...“ ხელზე მიიღო 40 143 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის თანახმად, მ. თ. დაეხმარა ნ. თ-ს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მოსარგებლე პირის - შ. ც-სათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხის - 40 143 ლარის მოტყუებით დაუფლებაში, რითაც მათ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

2011 წლიდან 2013 წლის ზაფხულამდე პერიოდში, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვის, საინვენტარიზაციო აღწერის, მოსარგებლე პირების დადგენისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისას, ხ. ზ-მ, ი. ზ-მ და ქ-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ი. მ-მ ზემოთ აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი პირები შეიყვანეს შეცდომაში და ქ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ც-ში მდებარე 14 415 კვ/მ (№...) მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფაქტის დასადასტურებლად შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში, საინვენტარიზაციო ანკეტაში, მიწის ნაკვეთის გამიჯვნის პროექტში, დემარკაციის აქტსა და ურთიერთშედარების აქტში შეიყვანეს ყალბი მონაცემები, რომ თითქოსდა, ა-ს შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში მოხვედრილი №... მიწის ნაკვეთის მოსარგებლე პირს წარმოადგენდა (პროექტის განხორციელების წინა პერიოდში სარგებლობდა) ხ. ზ..

ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხ. ზ-მ სს „...“ ხელზე მიიღო 58.759ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულით,ი. მ-ს დახმარებით, ხ. ზ. და ი. ზ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისაგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლნენ, მიწით მოსარგებლე პირის - შ. ც-ს განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას - 58 759 ლარს, რითაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენით:

ი. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

ი. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ბ. ღ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ-ში, სოფელ კ-ში (...) - შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1-156 კვ.მ. -- 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

ი. ზ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.

ი. ზ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

ნ. თ., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

ნ. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ნ. თ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: რაიონი - ..., ... (ზონა - .....) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

მ. თ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

მ. თ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მ. თ-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ-ში, სოფელ ც-ში (....) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს.

ხ. ზ, - დაბადებული 1938 წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 362-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ხ. ზ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

გამართლებულებს: ი. ზ-ს, ნ. თ-ს, მ. თ-სა და ი. მ-ს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა-ს ა/რ-ის პროკურატურის პროკურორმა დავით ჭარბაძემ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამართლებულების: ხ. ზ-ს დამნაშავედ ცნობა - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; ი. მ-ს დამნაშავედ ცნობა - სსკ-ის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში; ი. ზ-ს დამნაშავედ ცნობა - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; ნ. თ-ს დამნაშავედ ცნობა - სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში; მ. თ-ს დამნაშავედ ცნობა - სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 25 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის მოსაზრებას, რომ გამართლებულების: ხ. ზ-ს, ი. მ-ს, ი. ზ-ს, ნ. თ-სა და მ. თ-ს ბრალეულობა სრულად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მათი ბრალეულობა. ამასთან, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებში ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ ხ. ზ., ი. მ., ი. ზ., ნ. თ. და მ. თ. უდანაშაულოდ ცნო მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში, კერძოდ: საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, იმ საკითხის უტყუარად დადგენა, რომ სადავო მიწის ნაკვეთებით ნამდვილად შ. ც. სარგებლობდა, შეუძლებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ძირითად მტკიცებულებებს დაინტერესებული პირის შ. ც-სა და მისი მეუღლის, გ. ც-ს ჩვენებებს, ასევე მოწმეების - თ. ჯ-ს, ს. ჯ-ს, შ. ჯ-ს, რ. გ-ს, ზ. ბ-ს, მ. მ-სა და ზ. მ-ს ჩვენებებს, რომლებიც უთითებენ რომ იმ მიწის ნაკვეთით, რომელზეც შემოვლითი გზის მშენებლობის გამო სახელმწიფომ გასცა კომპენსაცია, შ. ც. სარგებლობდა, უპირისპირდება დაცვის მხარის არაერთი მოწმის: ნ. ბ-ს, ს. ზ-ს, გ. ზ-ს, ა. გ-ს, მ. თ-ს, ა. თ-ს, გ. ბ-ს, ა. ე-ს, მ. კ-ს, მ. მ-ს, რ. ბ-ს, ზ. ბ-ს, ზ. მ-ს ჩვენებები და ასევე, თვითონ გამართლებულთა - ნ. თ-ს, ი. მ-ს, მ. თ-ს ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ სრულიად საპირისპიროს და აცხადებენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთებით სარგებლობდა არა შ. ც., არამედ - ხ. და ა. ზ-ს ოჯახები, ხოლო სხვა რაიმე უტყუარი და პირდაპირი წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო მიწის ნაკვეთებით მოსარგებლე პირი სწორედ შ. ც., საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოიშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სადავო ტერიტორიით შესაძლოა, რომ სწორედაც ნამდვილად ის პირები სარგებლობდნენ, რომელთა სასარგებლოდაც გასცა კიდეც სახელმწიფომ კომპენსაცია და არა - შ. ც., რომელზეც სახელმწიფო ბრალდება აპელირებს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლომ კანონიერად გადაწყვიტა გამართლებულთა სასარგებლოდ და ისინი უდანაშაულოდ ცნო ბრალად წარდგენილ ქმედებებში.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ დავით ჭარბაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი