საქმე დაუბრუნდა განუხილველად საჩივრის უკან გათხოვის გამო

სისხლის სამართლის 05.07.2023
საქმის ნომერი
2კ-109აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.07.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100121005185412

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №109აპ-23 ქ. თბილისი

ა. ა. 109აპ-23 5 ივლისი, 2023 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ს შუამდგომლობა, რომლითაც შუამდგომლობს, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა. ა-ს- დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკის გასაღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 2001-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 25 სექტემბერს, ქ. თ-ში, ა-ში, ს-ს .... მიმდებარე ტერიტორიაზე ს-ს მოქალაქე ა. ა-მ 2700 აშშ დოლარად გაასაღა 3 051 ცალი ყალბი აქციზური მარკა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით:

3.1. ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-2001-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ა. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 25 სექტემბრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. კ-მ, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და ა. ა-ს გამართლება.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი გაგნიძემ და მოითხოვა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. კ-მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ა. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა თეა ბერიძემ და მოითხოვა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 3 ივლისს შემოვიდა მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ. კ-ს განცხადება, რომლითაც ადვოკატი ითხოვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

9. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - დ. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს განხილული, კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე