საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 12.03.2024
საქმის ნომერი
2კ-944აპ.-23
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100120003414276

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №944აპ-23 ქ. თბილისი

დ. ა. 944აპ-23 12 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მირანდა წერეთლის, მსჯავრდებულ ა. დ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მირანდა წერეთლის, მსჯავრდებულ ა. დ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის განაჩენზე;

2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე