საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.09.2024
საქმის ნომერი
2კ-627აპ.-24
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100123007734075

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №627აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ი ი, 627აპ-24 16 სექტემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილისა და მსჯავრდებულ ი. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განაჩენზე;

2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე