ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330141224010203003
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№1351-24 21 ნოემბერი, 2024 წელი
ხ. ი. 1351-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ნ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ი. ხ–ი, – პირადი №........., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებით სასჯელის სახედ განესაზღვრა – ჯარიმა 2000 ლარი;
1.1. ი. ხ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
1.3. ი. ხ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
1.4. ი. ხ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ი. ხ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი;
2.1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, ი. ხ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელისგან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი;
2.2. განაჩენი სხვა, მათ შორის, დამატებითი სასჯელის – ჯარიმის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, დარჩა უცვლელად.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი. ხ–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ი. ნ–მა. კასატორების პოზიციით, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 4 ნოემბრის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, ი. ხ–სათვის დანიშნული ჯარიმა – 2000 ლარი, აღსრულებულია (თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წლის 6 ნოემბერს), გასაჩივრებულ განჩინებაში (რომლის თანახმად, ,,იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი პირადი საქმის მასალებით არ დასტურდება ზემოთმითითებული განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის აღსრულების ფაქტი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ხ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად, რამეთუ 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ უფლების აღდგენა ხორციელდება მხოლოდ სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შემთხვევაში”) უნდა შევიდეს ცვლილება და ი. ხ–ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის საფუძველზე, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
4. მსჯავრდებულ ი. ხ–ს პირადი საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ, თბილისის პრობაციის ბიუროდან, გამოთხოვილი იქნა 2024 წლის 15 ნოემბერს, რაც გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, კვლავაც არ არის შემოსული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განჩინების თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ი. ხ–ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელისგან – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და სადავოდ არ ხდის არც კასატორი.
3. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის – განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სხვა, მათ შორის, დამატებითი სასჯელის – ჯარიმის და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, დარჩა უცვლელად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, მსჯავრდებულ ი. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ნ–ს მიერ წარმოდგენილ, საკასაციო საჩივარზე დართულ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2024 წლის 4 ნოემბრის წერილს, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე, ი. ხ–სათვის დანიშნული ჯარიმა – 2000 ლარი, აღსრულებულია (თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წლის 6 ნოემბერს) და მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. კერძოდ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის (პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა)) შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ძირითადი სასჯელისგან (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი) გათავისუფლებასთან ერთად, ი. ხ–ს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ი. ხ–სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. ნ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მსჯავრდებული ი. ხ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელისგან (თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი);
4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი;
6. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი