დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 200100125011922359
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე№20I-26 თბილისი
გ-ძე დ, 20I -26 14 მაისი, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ბრალდებულ დ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს დ. გ-ის ბრალდების სისხლის სამართლის №.... საქმის არსებითი განხილვა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. 2026 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებით (საქმე №1/466-25) ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა – აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.
3. 2026 წლის 21 აპრილს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ დაცვის მხარეს გადაეგზავნა ზემოხსენებული, 2026 წლის 10 მარტის საოქმო განჩინების (საქმე №1/466-25) ასლი.
4. 2026 წლის 24 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაწილდა სისხლის სამართლის საქმე – ბრალდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრით – თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებაზე (საქმე №1/466-25).
5. სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვდა: თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის საოქმო განჩინების გაუქმებას (საქმე №1/466-25); აღნიშნული საკითხის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის; გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით:
თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის საოქმო განჩინებაზე (საქმე №1/466-25) ბრალდებულ დ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად სააპელაციო სასამართლოში; დ. გ-ის ბრალდების სისხლის სამართლის №... საქმე განსახილველად დაუბრუნდა თელავის რაიონულ სასამართლოს; პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის განჩინება გაასაჩივრეს: ბრალდებულმა დ. გ-მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა – რ. ჭ-მა, რომლებმაც მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2026 წლის 10 მარტის საოქმო განჩინების (საქმე №1/466-25) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის განჩინების (საქმე №1ბ/455-26) გაუქმება; საქმის გადაცემა ხელახალი განხილვისათვის და დადგენა, რომ – საქმე უნდა განეხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას და არა – სააპელაციო პალატას; დაცვის მხარე აგრეთვე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:
2. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებულ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 29 აპრილის განჩინებაში, ნათლად არის მითითებული, რომ პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. როგორც საქმის მასალებით იკვეთება, მოცემულ განჩინებას იცნობს დაცვის მხარე.
3. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ საქმის განხილვის იმ ეტაპზე დაცვის მხარის მოთხოვნილი გარემოებების საკასაციო პალატაში გასაჩივრებას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს ბრალებულისა და მისი ინტერესების დამცველის მიერ წარმოდგენილი საჩივრის მოთხოვნებზე.
4. ამდენად, ბრალდებულ დ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული საკასაციო სასამართლოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-303-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებულ დ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საჩივარი არ იქნეს განხილული;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე