დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 061141126012690818
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№ 351-26 1 ივლისი, 2026 წელი
ჯ. ზ. 351-26 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას,პროკურორ - ზურაბ ლორიას,ადვოკატ - შ. ს–ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ს–ის საჩივარი ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2026 წლის 25 მაისის განჩინებაზე.
აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:
1. ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით:
1.1. მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე, ზ. ჯ–ე (დაბადებული ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2. 2026 წლის 18 მაისს მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ს–ემ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის აღსრულების მიზნით, შუამდგომლობით მიმართა ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს და მოითხოვა მსჯავრდებული ზ. ჯ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონების გამოყენება.
3. ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2026 წლის 25 მაისის განჩინებით: მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ს–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
4. ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2026 წლის 25 მაისის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შ. ს–ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ზ. ჯ–ის გათავისულფებას ლენტეხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისგან. დაცვის მხარის განმარტებით, ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2026 წლის 25 მაისის განჩინება აუარესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2012 წლის 28 დეკემბრის კანონებით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების ვალდებულება ეკისრებოდა კანონით განსაზღვრულ ორგანოებს, რაც არ საჭიროებდა მსჯავრდებულის თანხმობას.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატა საჩივარს განიხილავს დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით.
6. ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2026 წლის 25 მაისის განჩინებაზე მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ს–ის საჩივრის განხილვა დაიწყო 2026 წლის 29 ივნისს.
7. 2026 წლის 1 ივლისს ადვოკატმა შ. ს–ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო საჩივრის უკან გათხოვა.
8. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-7 ნაწილს, რომლის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, რაც ამავე მუხლის ამავე ნაწილის თანახმად იწვევს საჩივრის განუხილველად დატოვებას. სასამართლოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება. საჩივრის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ადვოკატ შ. ს–ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. ჯ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შ. ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე