დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-507-შ-15-2026 4 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი.კ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მეურვეობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2026 წლის 6 თებერვალს შუამდგომლობით მომართა ქ.ხ–მა და მოითხოვა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცობა და აღსრულება.
2. წარმოდგენილი დოკუმენტებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
3. წარმოდგენილი შუამდგომლობითა, და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეებს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი ა.კ–ძე და ა.კ–ძე. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორს ერთპიროვნულად დაეკისრა ბავშვებზე მეურვეობის უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2026 წლის 6 თებერვალს შუამდგომლობით მომართა ქ.ხ–მა და მოითხოვა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცობა და აღსრულება.
6. წარმოდგენილი შუამდგომლობითა და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით წარმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მხარეებს ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი. მოწინააღმდეგე მხარე წავიდა სახლიდან და აღარ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვნების აღზრდა განვითარებაში.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც წინამდებარე საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას შექმნიდა არ არსებობს. შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების ა.კ–ძისა და ა.კ–ძის მეურვეობის განხორციელება ერთპიროვნულად დაეკისრა დედას - ქ.ხ–ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ხ–ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა საბერძნეთის, ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნების ა.კ–ძისა და ა.კ–ძის მეურვეობის განხორციელება ერთპიროვნულად დაეკისრა დედას - ქ.ხ–ს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია