დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ა-2002-შ-70-2026 11 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
შუამდგომლობის ავტორი – გ.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ.ვ–კა
განხილვის საგანი – პოლონეთის, ქ.შვიდნიცას საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის პირველი განყოფილების 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი - განქორწინება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პოლონეთის, ქ. შვიდნიცას საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის პირველი განყოფილების 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა.კ.ვ–კასა და გ.ლ–ძეს შორის, 2014 წლის 17 ნოემბერს, ქ.თბილისში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ.ლ–ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. წარდმოდგენილი გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას 2024 წლის 27 ნოემბრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. წარმოდგენილი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა.კ.ვ–კას და გ.ლ–ძის ქორწინება, რომელიც დარეგისტრირდა საქართველოში, ქალაქ თბილისში, 2014 წლის 17 ნოემბერს, უნდა შეწყდეს განქორწინების გზით, ქორწინების შეწყვეტის ბრალეული მხარის დადგენისა და პრეტენზიების გარეშე.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც წინამდებარე საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას შექმნიდა არ არსებობს. შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და პოლონეთის, ქ. შვიდნიცას საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის პირველი განყოფილების 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე, რომლის მიხედვითაც შეწყდა საქართველოში, ქალაქ თბილისში 2014 წლის 17 ნოემბერს რეგისტრირებული (0224053/00/AM/2021/527578) ქორწინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ლ–ძის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს პოლონეთის, ქ. შვიდნიცას საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის პირველი განყოფილების 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გ.ლ–ძესა და ა.კ.ვ–კას შორის შეწყდა, საქართველოში, ქალაქ თბილისში 2014 წლის 17 ნოემბერს რეგისტრირებული (0224053/00/AM/2021/527578) ქორწინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია