დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2027-შ-71-2026 15 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ლ–ნი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის, კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმის №2025/385)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თურქეთის რესპუბლიკის, კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №2025/385; გადაწყვეტილების №2025/257), მ.ბ–ი და მ.ლ–ნი (გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის ნებართვაში მითითებული უცხოელის საიდენტიფიკაციო ნომრით ........, მ.ტ–ნი) შეთანხმების საფუძველზე განქორწინდნენ (ქორწინების თარიღი: 02.04.2012, სამოქალაქო რეესტრის რეგისტრაციის 2012/346).
2. მ.ლ–ნიმ საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის, კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2025/385) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მაისის განჩინებით, მ.ლ–ნის შუამდგომლობა კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2025/385) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. თურქეთის რესპუბლიკის, კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №2025/385; გადაწყვეტილების №2025/257), მ.ბ–ი და მ.ლ–ნი (გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის ნებართვაში მითითებული უცხოელის საიდენტიფიკაციო ნომრით ......., მ.ტ–ნი) შეთანხმების საფუძველზე განქორწინდნენ (ქორწინების თარიღი: 02.04.2012, სამოქალაქო რეესტრის რეგისტრაციის 2012/346).
6. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და, როგორც განმცხადებელი მიუთითებს, აღსრულებულია თურქეთის რესპუბლიკაში. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.
9. „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.
10. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებული არცერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ხელს შეუშლიდა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ექვემდებარება აღსრულებას. ამასთან, გადაწყვეტილება მიღებულია კომპეტენტური სასამართლოს მიერ, ხოლო განქორწინების შესახებ მოთხოვნა მხარეებმა სასამართლოს ერთობლივად წარუდგინეს, რაც ადასტურებს, რომ პროცესის მონაწილეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით და ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის შესახებ.
11. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმავე მხარეებს შორის არ მიმდინარეობს დავა. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და საჯარო წესრიგს, ვინაიდან იგი ეხება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტას და არ არღვევს საქართველოს სამართლებრივი წესრიგით დაცულ ფუნდამენტურ ღირებულებებს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო ასკვნის, რომ არსებობს თურქეთის რესპუბლიკის, კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ლ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის, კოზანის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმის №2025/385; გადაწყვეტილების №2025/257), მ.ბ–ი და მ.ლ–ნი (გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის ნებართვაში მითითებული უცხოელის საიდენტიფიკაციო ნომრით ......, მ.ტ–ნი) შეთანხმების საფუძველზე განქორწინდნენ (ქორწინების თარიღი: 02.04.2012, სამოქალაქო რეესტრის რეგისტრაციის 2012/346).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია