დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-517-შ-17-2026 30 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.ს–ნი
მოწინააღმდეგე მხარე - კ.ბ–ვი
განხილვის საგანი – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ ჰამელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 06 თებერვლი გადაწყვეტილება (№28 F 64/24S)
დავის საგანი – მეურვეობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ქალაქ ჰამელნის პირველი ინსტანციის სასამართლომ 2025 წლის 06 თებერვლის გაადწყვეტილებით, 2009 წლის 14 ივლისს საქართველოში სამგორის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ მონაწილე მეუღლეების განქორწინება. (ჩანაწერი № 09200930354), სასამართლომ არ მიიღო დადგენილება მხარეების საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ. მშობლის მეურვეობის უფლება, მ.ბ–ის, (დაბ. 2008 წლის 04 მაისს) ა.ბ–ისა (დაბ. 2017 წლის 17 იანვარს, ქ. ჰამელნი) და მ.ბ–ის (დაბ. 2010 წლის 13 იანვარს, ქ. ჰამელნი) მიმართ გადაეცა მოსარჩელეს, დედას, ვ.ს–ნს. ყოფილი მეუღლეების ბინა, (მისამართი: 31785 ქ. ჰამელნი, .......) განქორწინების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საცხოვრებლად გადაეცა მხოლოდ მოსარჩელეს. საპროცესო ხარჯების გადახდა გაუქმებულია ორივე მხარის მიმართ.
2. 2026 წლის 06 თებერვალს ვ.ს–ნმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ქალაქ ჰამელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ვ.ს–ნი საქართველოს მოქალაქეა.
4. წარმოდგენილი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე პროცესში მონაწილეობდა ადვოკატის მეშვეობით და გამოთქვა პროტესტი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2025 წლის 27 მაისიდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. განსახილველ შეთხვევაში, შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით ირკვევა, რომ ვ.ს–ნი საქართველოს მოქალაქეა. ასევე ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე პროცესში მონაწილეობდა ადვოკატის მეშვეობით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2025 წლის 27 მაისიდან.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ა.ვ–ის ნაწილში. აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების ცნობის პიროვნულ შეზღუდულობაზე. ცნობილი გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედებს მხოლოდ განმცხადებლის - ა.ვ–ის მიმართ, რადგან მეორე მეურვის - გ.ფ–ის ნაწილში არ იყო ცნობის მოთხოვნა შუამდგომლობის ავტორის მიერ დაყენებული, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ შუამდგომლობის ავტორის ფარგლებში იყო უფლებმოსილი ემსჯელა გადაწყვეტილების ცნობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ს–ნის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ ჰამელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 06 თებერვლის (№28 F 64/24S) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ქალაქ ჰამელნის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2025 წლის 06 თებერვლის (№28 F 64/24S) გადაწყვეტილება იმ ნაწილებში, რომლითაც: 2009 წლის 14 ივლისს საქართველოში სამგორის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ჩანაწერი № 09200930354) შეწყდა განქორწინების გზით, ასევე, მშობლის მეურვეობის უფლება, მ.ბ–ის, (დაბ. 2008 წლის 04 მაისს) ა.ბ–ისა (დაბ. 2017 წლის 17 იანვარს, ქ. ჰამელნი) და მ.ბ–ის (დაბ. 2010 წლის 13 იანვარს, ქ. თბილისი) მიმართ გადაეცა მოსარჩელეს, დედას, ვ.ს–ნს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი