დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2048-შ-73-2026 1 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. ვ–ის
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ვ–ის
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ვ–სა და ა.ვ–სს შორის, გერმანიაში, კალსრუესს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2015 წლის 30 მარტს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №E 114/2015) შეწყდა.
მ.ვ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ მაისი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მაისის განჩინებით მ.ვ–ის შუამდგომლობა გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მ.ვ–ის შუამდგომლობა გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ვ–სა და ა.ვ–სს შორის, გერმანიაში, კალსრუესს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2015 წლის 30 მარტს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №E 114/2015) შეწყდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ მაისი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ვ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს გერმანიის კარლსრუეს რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ვ–სა და ა.ვ–სს შორის, გერმანიაში, კალსრუესს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში 2015 წლის 30 მარტს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №E 114/2015) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი