დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 04.06.2026
საქმის ნომერი
ას-448-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

04 ივნისი 2026 წელი

საქმე №ას-448-2026 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ–ი“

მოპასუხე - გ.ო–ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „ტ–ი“-ს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შ.კ–ის და გ.ო–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. შ.კ–ს და გ.ო–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N4.0277214.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 262,51 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა 5 028,66 აშშ დოლარი, პროცენტი 630,35 აშშ დოლარი და ჯარიმა 603,5 აშშ დოლარი;

1.2. შ.კ–ს და გ.ო–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2020 წლის 16 დეკემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) N4.0277214.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 028,66 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 13,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56,58 აშშ დოლარს (არაუმეტეს 678,87 აშშ დოლარი);

1.3. საბანკო კრედიტის N4.0277214.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, რაიონი გორი, სოფელი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...........;

1.4. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი საბანკო კრედიტის N4.0277214.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს შ.კ–ის და გ.ო–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ტ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შ.კ–ს და გ.ო–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ N4.0277214.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 262,51 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა 5 028,66 აშშ დოლარი, პროცენტი 630,35 აშშ დოლარი და ჯარიმა 603,5 აშშ დოლარი; შ.კ–ს და გ.ო–ს სს „ტ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2020 წლის 16 დეკემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) N4.0277214.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 5 028,66 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 13,5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენდა 56,58 აშშ დოლარს (არაუმეტეს 678,87 აშშ დოლარი); საბანკო კრედიტის N4.0277214.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა შ.კ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე, რაიონი გორი, სოფელი .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .........; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი საბანკო კრედიტის N4.0277214.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცა შ.კ–ის და გ.ო–ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.

3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შ.კ–მა და მისი გაუქმება მოთხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით შ.კ–ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5 . თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარადგინა შ.კ–მა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ კ.კ–ძეს (მინდ. ტომი 1; ს.ფ. 138-140) საქმეში მითითებულ მისამართზე და 2026 წლის 28 აპრილს ჩაბარდა პირდად (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრს ავტორს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. ჩაბარების დასტური).

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

13. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება განჩინების მხარისათვის 2026 წლის 28 აპრილს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2026 წლის 29 აპრილს და ამოიწურა 2026 წლის 04 მაისს (ხარვეზის შესავსები ვადის ბოლო დღე იყო უქმე კვირა) ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.კ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.კ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი