დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 19.06.2026
საქმის ნომერი
ა-1848-შ-64-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
19.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1848-შ-64-2026 19 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ლ–ვა

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.გ–ნი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე N24იპ2570

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე.ლ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვის - ა.გ–ის დაბ. 31.10.2016წ. საცხოვრებელი ადგილად განისაზღვრა დედის, ე.ს.ლ–ას საცხოვრებელი ადგილი. მ.გ–ნს პ/ნ ........ ე.ს.ლ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - ა.გ–ის (დაბ. 31.10.2016წ.) სასარგებლოდ ყოველთვიური შემოსავლის 25%, ან სხვა შემოსავლის, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-ისა საშუალოდ ერთ სულზე, 2025 წლის 19 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

2. ე.ლ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 აპრილის განჩინებით, ე.ლ–ვას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე N24იპ2570 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულია განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

8. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

9. ბელორუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა "მინსკის კონვენციით" გათვალისწინებული პირობები.

10. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

11. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით, ე.ლ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვის - ა.გ–ის დაბ. 31.10.2016წ. საცხოვრებელი ადგილად განისაზღვრა დედის, ე.ს.ლ–ას საცხოვრებელი ადგილი. მ.გ–ნს პ/ნ ......... ე.ს.ლ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - ა.გ–ის (დაბ. 31.10.2016წ.) სასარგებლოდ ყოველთვიური შემოსავლის 25%, ან სხვა შემოსავლის, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-ისა საშუალოდ ერთ სულზე, 2025 წლის 19 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

12. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საქმის განხილვაში მონაწილეობდა ორივე მხარე. ამასთან, იკვეთება, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე N24იპ2570 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე მიექცეს აღსასრულებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით.

დაადგინა:

1. ე.ლ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ბელარუსის რესპუბლიკის ქ. ვიტებსკის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე N24იპ2570, რომლითაც ე.ლ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვის - ა.გ–ის დაბ. 31.10.2016წ. საცხოვრებელი ადგილად განისაზღვრა დედის, ე.ს.ლ–ას საცხოვრებელი ადგილი. მ.გ–ნს პ/ნ ........ ე.ს.ლ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის - ა.გ–ის (დაბ. 31.10.2016წ.) სასარგებლოდ ყოველთვიური შემოსავლის 25%, ან სხვა შემოსავლის, მაგრამ არანაკლებ საარსებო მინიმუმის 50%-ისა საშუალოდ ერთ სულზე, 2025 წლის 19 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი