დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-2755-შ-98-2026
08 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ვ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – რ.დ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმის ინდექსი N716474/2020)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ.რ–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმის ინდექსი N716474/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
2. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმის ინდექსი N716474/2020) შეწყდა ქორწინება ვ.რ–სა და რ.დ–ს შორის.
3. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, იგი კანონიერ ძალაშია შევიდა 2021 წლის 18 ოქტომბერს.
4. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ განქორწინების საქმეზე მოსარჩელე გახლდათ რ.დ–ი, ხოლო მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სარჩელი.
5. შუამდგომლობის ავტორი ვ.რ–ი არის როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.რ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმის ინდექსი N716474/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2 პუნქტით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).
9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმის ინდექსი N716474/2020), რომლითაც შეწყდა ქორწინება ვ.რ–სა და რ.დ–ს შორის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.რ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების (საქმის ინდექსი N716474/2020) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმის ინდექსი N716474/2020), რომლითაც შეწყდა ქორწინება ვ.რ–სა და რ.დ–ს შორის;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე