დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 09.07.2026
საქმის ნომერი
ა-2968-შ-104-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
09.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე№ა-2968-შ-104-2026

09 ივლისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ.გ–ვა (ხ.დ.)

მოწინააღმდეგე მხარე - ფ.დ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სარჩელი და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის თანახმად განქორწინდნენ ქაისერის პროვინცია, ბუნიანის რაიონი, ქარათაის უბ., ტომი N:42, ოჯახური რიგის N:81, ინდივიდუალური რიგის N:38 მონაცემებით სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული, მეჰმეთისა და ქირაზის შვილი, 25/08/1975 წელს ბუნიანში დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის პ/ნ: .......... მფლობელი ფ.დ–ი (F. D.) და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ა–სა და ე–ის შვილი, 02/02/1976 წელს დაბადებული, უცხოელის პ/ნ: .......... მფლობელი ხ. (გ–ვა) დ–ი (K. (G.) D.). მიღებულ იქნა 24/07/2025 წლის განქორწინების პროტოკოლი, რომელიც თან ერთვის სარჩელს. ვინაიდან მხარეებს არ აქვთ ურთიერთმოთხოვნები მატერიალური ან მორალური კომპენსაციის, ძვირფასეულობის ან საქონლის შესახებ, ამ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ არის. რადგან მოპასუხე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან გამოიყენოს საკუთარი გვარი საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სასამართლო განხილვის ხარჯების გადახდა დაეკისრა მოსარჩელეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2026 წლის 30 იანვარს.

ხ.გ–ვამ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 ივნისის განჩინებით, ხ.გ–ვას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ხ.გ–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა სარჩელი და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის თანახმად განქორწინდნენ ქაისერის პროვინცია, ბუნიანის რაიონი, ქარათაის უბ., ტომი N:42, ოჯახური რიგის N:81, ინდივიდუალური რიგის N:38 მონაცემებით სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული, მ–სა და ქ–ის შვილი, 25/08/1975 წელს ბუნიანში დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის პ/ნ: .......... მფლობელი ფ.დ–ი (F. D.) და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ა–სა და ე–ის შვილი, 02/02/1976 წელს დაბადებული, უცხოელის პ/ნ: ........ მფლობელი ხ. (გ.) დ–ი (K. (G.) D.). გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2026 წლის 30 იანვარს.

თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში.

შუამდგომლობაზე დართული ქორწინების მოწმობის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სახელის შეცვლის და ან/ გვარის შეცვლის/ დადგენის N37265000259 მოწმობით დგინდება, რომ ხ.დ–მა 2026 წლის 9 იანვარს შეიცვალა გვარი და გახდა ხ.გ–ვა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა (გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში: 1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად; 2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან. 3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული და ამავდროულად „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილება, ხ.გ–ვას (ხ.დ.) და ფ.დ–ის განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ.გ–ვას (ხ.დ.) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის მანავგათის მე-2 საოჯახო სასამართლოს 2025 წლის 08 სექტემბრის N2025/449 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: თურქეთის სამოქალაქო კოდექსის 166/3 მუხლის თანახმად განქორწინდნენ ქაისერის პროვინცია, ბუნიანის რაიონი, ქარათაის უბ., ტომი N:42, ოჯახური რიგის N:81, ინდივიდუალური რიგის N:38 მონაცემებით სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებული, მეჰმეთისა და ქირაზის შვილი, 25/08/1975 წელს ბუნიანში დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის პ/ნ: ............ მფლობელი ფ.დ–ი (F. D.) და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქე, ა–სა და ე–ის შვილი, 02/02/1976 წელს დაბადებული, უცხოელის პ/ნ: ........ მფლობელი ხ. (გ.) დ–ი (K.(G.) D.), ხ.გ–ვას (ხ.დ.) და ფ.დ–ის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი